პროფილაქტიკა მკურნალი სოდა. ნეუმივაკინის მეთოდი კიბოს,ინსულტის და ინფარქტის წინააღმდეგ 2017, 2 აპრილი, 11:51
ცოტა თუ იცის იმ სამკურნალო თვისებების შესახებ, რაც სოდას გააჩნია. ბევრი მას მხოლოდ საყოფაცხოვრებო დანიშნულებით მოიხმარს და არც კი ეჭვობს, რომ სოდას ბევრ სერიოზულ დაავადებასთან შეუძლია გამკლავება. სოდა სისხლის შემადგენლობაში შედის და პასუხს აგებს ორგანიზმის მჟავა-ტუტოვან ბალანსზე. სოდა თავის სასარგებლო თვისებებს გახსნიდან მხოლოდ ნახევარი წელი ინარჩუნებს, ამიტომ აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს ფაქტი სოდის მიღებისას. სოდას შეუძლია ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები გამოდევნოს, აამაღლოს უჯრედების რეგენერაციის უნარი და ადამიანის მედეგობა სტრესული სიტუაციებისადმი, მნიშვნელოვნად იზრდება სისხლის რეგენერაციის უნარი, უჯრედები გაცილებით სწრაფად მდიდრდებიან ჟანგბადით, რაც ორგანიზმისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ასევე, ადამიანებს, რომელთაც სისხლში სოდის საკმარისი რაოდენობა აქვთ, არტერიული წნევა არ აწუხებთ. რუსმა მეცნიერმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა ივან ნეუმივაკინმა მრავალი წიგნი და ვიდეო-ლექცია მიუძღვნა სოდით მკურნალობას. როგორც ნეუმივაკინი ამტკიცებს, სოდა შეუცვლელი პროდუქტია ადამიანისათვის. მისი მტკიცებით, ყველა დაავადების მიზეზი ორგანიზმის მჟავა-ტუტოვანი, PH ბალანსის დარღვევაა. თუ PH ბალანსი 5-ზე დაბალია, ვითარდება აციდოზის განვითარების რისკი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს კიბო, ინფარქტი, ინსულტი... ნეუმივაკინის გაჯანსაღების სისტემა ორგანიზმის PH მაჩვენებლის ნორმაში მოყვანას ითვალისწინებს. ამისთვის საჭიროა ყოველდღე დღეში 3-ჯერ ჭამის წინ 15 წთ-ით ადრე მივიღოთ 1ჭიქა ცხელ რძიან წყალში გახსნილი 1/4 ჩ.კ. სოდა. გაითვალისწინეთ, რძე თუ წყალი აუცილებლად ცხელი უნდა იყოს, მაგრამ არა ისეთი, რომ პირი დაგწვათ, საუკეთესოა 60 გრადუსი. ახალგაზრდებს შეუძლიათ დღეში 2-ჯერ დალიონ სოდიანი ხსნარი, მაგრამ ასაკოვნებმა აუცილებლად 3-ჯერ უნდა მიიღონ. რაც შეეხება სოდის რაოდენობას, ნეუმივაკინის რეკომენდაციით, დაიწყეთ მინიმალური რაოდენობით. აიღეთ ჯერ დანის წვერით, შემდეგ ნელ-ნელა მოუმატეთ და გაზარდეთ 1 ჩ. კოვზამდე ერთ მიღებაზე. თუ ამ ხსნარს რეგულარულად მიიღებთ სისხლძარღვების კედლები 65%-ით მეტად გაიწმინდება, რაც წინაპირობაა თავი ავარიდოთ კიბოს ან ინფარქტის განვითარებას. სოდით მკურნალობის შესახებ წერდა ელენა რერიხიც თავის წიგნში, იოგას შესახებ, 1936 წელს. თავად ელენა რერიხი ტიბეტის მონახულების შემდეგ, ბერების მაგალითზე, მთელი ცხოვრება იღებდა სოდას. 2642 2-ს მოსწონს
|