მაკიაჟი და ვარცხნილობა 30 ვარცხნილობა და ფერი თხელი თმებისთვის: განსაცვიფრებელი მოცულობა! 2017, 1 აპრილი, 18:37 თუ ბუნებამ არ დაგაჯილდოვა ხშირი და სქელი თმით, მაშინ სწორად შერჩეულმა ვარცხნილობამ და შეღებვამ, მნიშვნელოვნად შეიძლება გააუმჯობესოს სურათი! 1. დაგრძელებული ბობი+ ბალაიაჟი (balayazh) ფენებად აჭრილი თმა ვარცხნილობას მოცულობას აძლევს, ხოლო გარდამავალი ტონალობები ამ ეფექტს უფრო აძლიერებს. 2. გრძელი ჩოლკა + პიკსი (Pixie Haircut) გრძელი ჩოლკა შეიძლება იყოს დაშვებული ან თავისუფლად დაწნული. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ვარიანტი ვიზუალურად ზრდის თმის მოცულობას. 3. პიქსი + ღია ფერი თუ თმა ძალიან თხელია, იდეალური ვარიანტია- ვარცხნილობა პიქსი და პლატინისფერ ქერად შეღებვა. 4. „აჩეხილი“ კარე + ომბრე მოკლედ და გრძლად აჩეხილი თმები თქვენ კარეს მოცულობას აძლევს. ხოლო, გაღიავებული ბოლოები დამატებით ეხმარება ამ მოცულობას. 5. ვერცხლისფერი ტონი + ასიმეტრიული ვარცხნილობა მშვენიერი მეთოდია იმისთვის, რომ ხშირი თმის შთაბეჭდილება შეიქმნას - ნახევარი შეჭერით ძალიან მოკლედ, ხოლო მეორე ნახევარი გადაივარცხნეთ ერთ მხარეზე. 6. თმის ძირების სწორი ტონირება. პიქსის ვარცხნილობა უფრო მოცულობითი ჩანს, როდესაც თმის ძირები საგრძნობლად მუქია ვიდრე ბოლოები. 7. სრული ასიმეტრია. აპარსული ადგილებიდან გრძელ ლოკონამდე: საოცარია, მაგრამ ეს უწესრიგობა მოდურადაც გამოიყურება და მოცულობაც ემატება. 8. აპარსული კეფა. ყველაზე თხელი თმა კეფაზე გვეზრდება. თუ მათ აიპარსავ და დაიტოვებ გრძელ თმას თავის ზედა ნაწილზე, მაშინ შენ სასურველ ეფექტს მიაღწევ. 9. „ფენოვანი“ ბობი ირჩევ რა ვარცხნილობას ყვრიმალებამდე, შენ ვიზუალურად ზრდი თმის რაოდენობას. 10. პლატინისფერი + გრძელი ბობი ნაცრისფერიდან პლატინის ფერამდე: ეს ყველაზე ღია ტონები თმას ვიზუალურ მოცულობას აძლევს. 11. მკვეთრი ნათელი ფერები. რაც უფრო ნათელია ფერი - მით უფრო ხშირი ჩანს თმა. 12. თმის შეფერილი ბოლოები. ნათელი აქცენტი თმის ბოლოებზე მთელ ვარცხნილობას ვიზუალურ მოცულობას მატებს. 13. სწორი ჩოლკა წარბებამდე + ღია ფერი. ეს რეტრო -ვარცხნილობა კვლავ მოდაშია, ხოლო მისი მოცულობის მომცემი ეფექტი ძნელია არ შეაფასო. 14. ვარცხნილობა პიქსი + წითური ტონები. წითელი თმები უფრო მოცულობითი ჩანს. 15. გრძელი ბობი + გაღიავება. თმის ძირების ყავისფერი ტონი და ღია ფერის ზედა ფენა, დამატებით ეფექტს ქმნის. 16. სიგრძე მხრებამდე + გაღიავება კლასიკური სიგრძე, სწორი მოჭრა - სინამდვილეში ასეთი ვარცხნილობა მკაცრად გამოიყურაბა, მაგრამ ეფექტურია მხოლოდ თხელ თმისთვის! 17. ფენები და ლოკონები მსუბუქად დაიხვევ რა თმას, ვარცხნილობის მოცულობას ორჯერ გაზრდი! 18. ირიბი აჭრა + გათეთრებული ბოლოები. ბობის მოდური ვერსია. 19. „ნაჩოსი“ კეფაზე. თუ თმის სიგრძე საშუალებას იძლევა, „ნაჩოსი“ უმარტივესი ხერხია შენი „ბობი“ საოცარი მოცულობის ვარცხნილობად გადააქციო! 20. ღია ფერი + გრძელი ჩოლკა მარტივად მიიღებ ხშირი თმის ეფექტს, თუ მას წინ გადაივარცხნი. 21. შუაზე გაყოფილი სწორი ვარცხნილობა 22. სპირალური დახვევა +ასიმეტრია წინა თმა დაიხვიე სპირალურად, ეს ვიზუალურად აგრძელებს თმას, და უფრო ხშირიც ჩანს. 23. ძალინ მოკლედ. ვარიანტი, რომლის დროსაც საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა თმა თხელია თუ სქელი. 24. შეკრული თმა. ზედა თმა შეკარი, დაახვიე და დაიმაგრე თმის სამაგრების დახმარებით. 25. აჩეხილი ბოლოები + ბალაიაჟი რაც უფრო მეტია განხვავება თმის ღერების სიგრძეებში, მით უფრო მოცულობითია ვარცხნილობა. დაამატე ბალიაჟი და შედეგი უბრალოდ ფანტასტიკური იქნება. 26. შავი აქცენტები. თუ შავგრემანი ხარ, ჩაამუქე თმის ნაწილი თითქმის შავამდე, ამით თმას ვიზუალურად მოცულობითს გახდი. 27. შუბლთან შეკრული თმა. შეკარი ჩოლკა პატარა ბუჩქად, ამით მარტივად მოხსნი საკითხს თმის სიხშირეზე. 28. მოკლედ შეჭრილი კეფაზე, გრძელი ჩოლკა. შეგიძლია ატარო ბუნებრივი სახით ან ისწავლე ასე დაწვნა: ფურორი გარანტირებულია! 29. მინი-ბობი. ოდნავ მოკლე, ვიდრე კლასიკური. ეს ბობი შენ ვარცხნილობას უფრო მოცულობითს გახდის თმის ტექსტურის ხარჯზე. 30. მინი-ნაწნავები. ზედა ფენებზე თმა დაიწანი რამოდენიმე წვრილ ნაწნავად, ამით წარმატებულ ეფექტს მიიღებ. იხილეთ ასევე: 1. ჯორჯიო არმანიმ აჩვენა, როგორ უნდა ეცვათ ნორმალურ გოგონებს 2. ისინი სერიოზულად ფიქრობენ, რომ ჩვენ ამას ვიყიდით? 3. რაზე უნდა ვთქვათ უარი 2017 წელს 4. “პორნო-ოსკარი _ 2016“-ის დაჯილდოვება. 20 ფოტო წლის ყველაზე ცხელი ცერემონიიდან! 5. ელეგანტური წითელი კაბები ნამდვილი ქალბატონებისთვის 6924 10-ს მოსწონს
|