სხვა გგონიათ იპოვით 9 ცხოველს? - ეს არც ისე ადვილია 2017, 31 მარტი, 21:36
თავსატეხი საშუალო სირთულისაა. ამ ბუნების სურათში ცხრა ცხოველია დამალული, მაგრამ მხატვარს უფრო საინტერესო რომ გაეხადა ის ჩაგვიმალა ადამიანი, რომელიც თამბაქოს ეწევა. საინტერესოა რამდენ ცხოველს ამოძებნით? (ოღონდ თვალი არ გაგექცეთ ქვემოთა პასუხების ფურცლისკენ). დამეთანხმებით, რომ არც ისე ადვილი იყო, რადგან ზოგი მათგანი თავდაყირაა ჩახატული, რაც მათ პოვნას ართულებს. მეორე თავსატეხი, რომელსაც გვთავაზობენ ასეთა: უნდა მოვძებნოთ სამზარეულოში დამალული კურდღელი. ამ ფერად ილუსტრაციაზე დახატული გვყავს მზარეული, რომელსაც კურდღლის კერძი აქვს მოსამზადებელი. მივეხმაროთ მას დაკარგული ბაჭიის პოვნაში. აი შემდეგი თავსატეხი კი უკვე რთულია, რომელიც არა მარტო მახვილ თვალს მოითხოვს, არამედ კარგი ნერვებიც სჭირდება. მოცემული გვაქვს რამდენიმე ათეული კამათელი. როგორც ვიცით კამათლებზე წერტილები დასმულია ერთიდან ექვსის ჩათვლით. აბა, აღიჭურვეთ მოთმინებით და მოძებნეთ ისეთი კამათელი, რომელზეც შვიდი წერტილია.ეს კი პასუხების ფურცელი, სადაც ჩვენი წუნიანი კამათელია შემოხაზული:შემდეგი სურათი ნაირ-ნაირი ფერებით გამოირჩევა. ის ისე აგიჭრელებთ თვალებს, ძნელია მასზე რამის შემჩნევა, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს, ჩვენ ხომ საკუთარ თავს ვცდით, ასე, რომ ამ ფერად ყვავილნარში უნდა ვიპოვოთ ერთადერთი პაწაწინა ფუტკარი, რომელიც ტკბილ ნექტარს მიირთმევს. და აი, პასუხიც, იმედია თვალი არ გაგექცათ:
იპოვით 9 ადამიანს? არც ისე ადვილია როგორც გეჩვენებათ თავსატეხები, რომლებსაც მხოლოდ ერთეულები თუ უმკლავდებიან რაც არ ვიცოდით. საინტერესო ფაქტები ადამიანებზე დემონების ტყვეობაში: ნახატები, რომლებიც მხატვარმა ჭკუიდან შეშლის დროს დახატა 339 6-ს მოსწონს
|