x
მეტი
  • 30.09.2025
  • სტატია:141034
  • ვიდეო:350948
  • სურათი:515978
რაფაელ ნადალმა "როლან გაროსი" მოიგო

26 წლის ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა როლან გაროსის ფინალში სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი 4 სეტში ანგარიშით 6:4, 6:3, 2:6, 7:5 დაამარცხა და შედეგად ეს ტურნირი კარიერაში მეშვიდედ მოიგო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. შეგახსენებთ, რომ ამავე ტურნირზე შვედ ბიორნ ბორგს ექვსჯერ უმარჯვია.

საფრანგეთის ღია პირველობაზე ნადალიზოგადად ფანტასტიურ შედეგს უჩვენებს. ამ ტურნირზე ჩატარებული 52 მატჩიდან 51 მისი გამარჯვებით დასრულდა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, შვედ რობინ სოდერლინგთან. წლეულს კი ბორგის სამწუხაროდ, რომელსაც რასაკვირველია თანარეკორდსმენის სტატუსის შენარჩუნება დიდად ესიამოვნებოდა, სოდერლინგმა ტრავმის გამო ვერ მოახერხა ტურნირში თამაში.

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:კაკა-რონალდო
კაკა-რონალდო
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0