საქართველო ზვიად გამსახურდია -რას ედავებიან დღემდე ოპონენტები? 2017, 31 მარტი, 12:11 დღეს 31 მარტს საქართველო ორ დღეს აღნიშნავს.საქართელოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს და მეორე:1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმზე შეკითხვას "ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" საქართველოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა დადებითად უპასუხა, რის შედეგადაც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. დღემდე ზვიად გამსახურდიას გარშემო გავრცელებულია ორი, რადიკალურად ურთიერთსაპირისპირო შეფასება მისი წვლილისა უახლოეს საქართველოს ისტორიაში. დღეს გთავაზობთ იმ პოზიციას, რის გამოც აწ გარდაცვლილ პრეზიდენტს ოპონენტები ედავებიან: 1) 1989 წლის 9 აპრილის ღამე-რა თქმა უნდა მარტო ზვიად გამსახურდიას დადანაშაულება არასამართლიანი იქნება, 9 აპრილის ღამე მთლიანად ეროვნული მოძრაობის ლიდერების კისერზეა.რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მოწოდების იგნორირება, რასაც საბოლოოდ მსხვერპლი მოყვა, ხოლო მეორე დილით თბილისში მაინც ჩადგა რუსული ჯარი და კომენდატის საათი გამოცხადდა.კიდევ ის ფაქტიც, ეროვნული მოძრაობის არც ერთი ლიდერი არ დაშავებულა იმ ინციდენტში. 2)არასწორი და არაპროფესიონალი კადრების შერჩევა(როგორც მაშინ ხალხი მათ"გიჟებს" უწოდებდა), მათ შორის არ დაგავიწყდეთ დაწინაურებული ასლან აბაშიძე და ვლადისლავ არძინბაც, რომლებმაც ცოტა ხანში დიდი პრობლემები შექმნეს. 3)ნაციონალისტური ლოზუნგები საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებზე, რომელიც შემდგომ სეპარატიზმის გაღვივებას შეუწყო ხელი("გადამთიელები", "ოსი ხალხი არის ნაგავი, რომელიც უნდა გაიხვეტოს როკის გვირაბით რუსეთში".სტუმარი "აფსუები" რომელებიც უნდა გახდნენ ნამდვილი აფხაზები და ა.შ) 4) ეკონომიკური ბლოკადა-საქართველოს ფაქტობრივ იზოლაციაში მოქცევა, რამაც სრულ კოლაფასამდე მიიყანა ისედაც თავდაღმა მიმავალი ეკონომიკა. 5)ეროვნული გვარდიის დაშლა- აგვისტოს თვეში მოსკოვში სამთავრობო გადატრიალების ხელმძღვანელ "საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტის" მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული გვარდიის დაშლის ბრძანების გაცემა. 6)შემოქმედებით ინტელიგენციის წინააღმდეგ გავრცელებული იდეური დევნა, რამაც თითქმის მთელი ინტელიგენციიის მის წინააღმდეგ ამხედრება გამოიწვია. 7) მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ხელისმოწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე. 8) 1991 წლის აგვისტოს პუტჩის მცდელობის შემდეგ გახმაურებულმა განცხადებამ, რომლის მიხედვითაც გამსახურდია შეუთანხმდა საბჭოთა ჯარების მმართველობას საქართველოს ეროვნული გვარდიის განიარაღებაზე. ამავე განცხადებით ეროვნული გვარდიის მეთაურის პოსტი გაუქმდა, ხოლო მისი წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებს დაექვემდებარებოდნენ. 9) 1993 წელს ზვიად გამსახურდიას საქართველოში დაბრუნების შედეგად ხელისუფლებისთვის ბრძოლის განახლების უაღრესად ნეგატიური გავლენა აფხაზეთის კონფლიქტის მიმდინარეობაზე: მისი მოწოდებით დაირღვა საქართველოს ძველ და ახალ ხელისუფლებათა მომხრე სამხედრო შენაერთებს შორის არსებული კავშირი, რამაც საბოლოოდ 1993 წლის ოქტომბერში დასავლეთ საქართველოში სამოქალაქო ომის გაჩაღებას შეუწყო ხელი. 10)1978 წელს დისიდენტური საქმიანობის საჯაროდ მონანიების ფაქტი. 561 7-ს მოსწონს 1-ს არა |
ერთადერთი ვინც ახალ საქართველოში თავის სიმაღლეზე იდგა და დგას, ჩვენი პატრიარქია.
და ბაბუშერას აეროპორტიდან შევარდნაძის უსაფრთხო გაქცევა ვინ უზრუნველჰყო?
თუ არ იცით გეტყვით-"გრუ"-ს სპეცრაზმმა "ალფამ".
რაც შეეხება ბათიაშვილს გამოჩნდა მისი დისიდენტობა, კაცი უშიშროების მინისტრის სკამზე დაჯდა.
ესეც არაფერი გამოვიდა სხდომაზე და იმხელა სისულელე დააბრეხვა ბრიყვი კიტოვან იც კი ახარხარდა: სამაჩაბლოელ სეპარატისტებს ბირთვული იარაღის მულაჟი აქვთ და თბილისზე გასროლას აპირებენო.
უშიშროების მინისტრს წარმოდგენა არ ჰქონდა რას ნიშნავს მულაჟი.
ბირთვული ქობინის მულაჟს რითი გაისროდნენ ეს დღესაც მაინტერესებს! :)
ასეთმა დილეტანტებმა დაღუპა გამსახურდია, დაგვაკარგვინა აფხაზეთი თუნდაც დროებით და ათწლეულებით უკან დაწია ქვეყნის განვითარება.
გურამ ლაკიას მეთაურობით შეიყვანეს გალის რაიონში შენაერთები ოჩამჩირეს მიმართულებით და ეგრევე ზუგდიდის რაიონში შემოსვლა დაიწყო მხედრიონის და გვარდიის მოროდიორებმა, რის გამოც ლაკია უკანვე იქნა გამოხმობილი ტექნიკითურთ.
მე მაქვს ვიდეო კადრები , სადაც აფხაზეთიდან განმუხურის გავლით ყულევი–ფოთისაკენ მიმავალი გვარდიის ქვეითთა საბრძოლო მანქანას აკავებენ გამსახურდიას მომხრე გვარდიელები, ტექნიკაში 2 გვარდიელია, ხოლო სადესანტო ნაკვთური გატენილია ნაძარცვი ხალიჩებით...
ასლან აბაშიძეს შეიძლება ყველაფერი დაა ბრალო კაცმა, მაგრამ მშიშარა იყოო ვერავინ დაასაბუთებს.
ეროვნული გვარდიის გადარჩენის მიზნით მათი შსს–ს შინაგან ჯარებად დაფიქსირება აუცილებელიც კი იყო.
ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში არცერთი ობიექტი, არცერთი გიჯი მიწა თურქებზე არ გაყიდულა და არც არენდით არ გაცემულა.
მონანიება იმ მომენტისათვის აუცილებელი იყო, რაც დისიდენტური მოძრაობის გრანდებმა სხვადასხვა ქვეყნიდან გაამართლეს, მათ შორის გინზბურგმა, იაკუნინმა, შამაევმა და ბევრმა სხვამაც.
ზვიად გამსახურდიამ ოჩამჩირის შტაბში განაცხადა: მე აქ ჩამოვედი არა როგორც პრეზიდენტი გამსახურდია, არამედ საქართველოს შვილი, რომელსაც სურს შეწყდეს დაპირისპირება კანონიერ და უკანონო ხუნტის მომხრეებს შორის, ჯარი დაექვემდებაროს საერთო ხელმძღვანელობას რათა შევძლოთ სოხუმის დაცვა და ამით აფხაზეთის შენარჩუნება.
კიტოვან–იოსელიანის ტანდემის კისერზეა შევარდნაძის მეთაურობით ამ გეგმის ჩაშლა...
ინტელიგენციის ის ნაწილი, რომელსაც გამსახურდიამ "წითელი ინტელიგენცია" უწოდა ღიად თანამშრომლობდა რუსეთის უშიშროებასთან.
ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელიაა ამისი მკაფიო მაგალითი, "დიადი რუსეთის" მეხოტბე და სტალინის დიდი მოტრფიალე.