სხვა 8 ყველაზე Instagram-ული ადგილი მსოფლიოში 2017, 31 მარტი, 1:21 ეს გასაოცარი ადგილები ყველასთვის მიმზიდველია.საოცნებოა მათი მონახულება და სურათების გადაღება, რომლებსაც სოციალური ქსელების საშუალებით ვავრცელებთ.ეს ადგილები მსოფლიო საოცრებებია, ხოლო როდესაც მსოფლიოს ვახსენებთ, ავტომატურად ვგულისხმობთ Instagram-ს.
თუ გადაიტვირთეთ, გჭირდებათ დასვენება და თანაც ამის შესაძლებლობა გაქვთ, გიჩვენებთ 8 Instagram-ულ ადგილს მსოფლიოში.
ეიფელის კოშკი. ეს პარიზის ყველაზე მაღალი სტრუქტურა და საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა.სახელი დაერქვა პროექტის ავტორის ინჟინერ გიუსტავ ეიფელის პატივსაცემად და ის ქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც წელიწადში 5, 5 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს.3 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს ეიფელის ფონზე “სელფი" გადაღებული და Instagram-ზე გამოქვეყნებული. ბიგ ბენი. უესტმინსტერის სასახლის ექვსი ზარიდან ყველაზე დიდი ზარის სახელი, ხშირად ამ სახელს თვითონ საათის კოშკსაც მიაკუთვნებენ. რომელსაც 2012 წლის სექტემბრიდან ოფიციალურად „ელისაბედის კოშკი“ ქვია. კოშკს მსოფლიოში ყველაზე დიდი, ოთხივე მხარეს მიმართული, ზარის მრეკავი საათი აქვს, ხოლო თვითონ კოშკი, მსოფლიოში მარტოდ მდგარი საათის კოშკებიდან, სიმაღლით მესამეა, რომლის ფონზე 2 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს სურთი გადაღებული. დაკიდული ხიდი. ხიდი სანფრანცისკოშია, რომელის მსოფლიო საოცრებას წარმოადგენს და უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში მის ფონზე 1, 5 მილიონ ადამიანს აქვს სურათი გადაღებული. ბურჯი ხალიფა. კიდევ ერთი საოცრება დუბაიში.ყველაზე მაღალი კოშკი.ეიფელს 3ჯერ აღემატება.ხოლო მის ფონზე სურათი 1, 3 მილიონს Instagram-ელს აქვს. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი. შუა საუკუნეების კათოლიკური ტაძარი პარიზში. იგი ცნობილია თვალწარმტაცი ვიტრაჟებით, მეფეთა და ბიბლიური მოღვაწეების ქანდაკებებით.არ არის გასაკვირი, რომ მასთან სურათი 1.1 მილიონ ადამიანს აქვს გადაღებული. ალჰამბრა. ალჰამბრა ესპანეთში მდებარეობს.შეტანილია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.იგი წარმოადგენს მავრიტანული პერიოდის არქიტექტურას. მის ფონზე დღეში 6, 600 ადამიანი იღებს სურათს და ა- Instagram-ებს. მაჩუ-პიგჩუ. XV საუკუნის ძეგლი პერუში.ზღვის დონიდან 2 430 მეტრ სიმაღლეზე. მას ხშირად მოიხსენიებენ „ინკების ქალაქის“ სახელით. მთელ მსოფლიოში, ინკების სამყარო ბევრისთვის სწორედ მაჩუ-პიქჩუს პორტრეტთან ასოცირდება. მის ფონზე სურათი ჯერჯერობით 653.000 ადამიანს აქვს. ანგკორი. Angkor არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, კერძოდ კამბოჯაში.აშენდა 12 საუკუნეში.ზუსტი მონაცემი არ დევს, მაგრამ მოხსენიებულია, როგორც Instagram-ული აგილი მსოფლიოში. 62 9-ს მოსწონს
|