სხვა როგორ გავუღვიძოთ მადა უჭმელ ბავშვებს? ეს ხრიკები ნამდვილად გამოგადგებათ 2017, 30 მარტი, 13:13 ![]() ![]() როგორ გავუღვიძოთ მადა უჭმელ ბავშვებს? ● შესანიშნავი ინსტრუმენტი მადის გაუმჯობესებისთვის არის გემრიელი და სასარგებლო ხილი, ბოსტნეული და კენკრა- ალუბალი, ჟოლო, სტაფილო და ვაშლი. უბრალოდ მიეცით ისინი მათ კვებებს შორის. ● მადის მოსამატებელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მოიაზრება პიტნის ჩაი. ნახევარი ჩაის კოვზი გამხმარი პიტნა ჩაყარეთ ერთ ჭიქა ადუღებულ წყალში, დააყოვნეთ 10 წუთით, გადაწურეთ და ბავშვებს 1 წლის ზევით მიეცით ერთი ჩაის კოვზი ჭამამდე. იგივე კომბინაციით დაყენების შემთხვევაში კი ბავშვებს 2 წლის ზევით მიეცით ჭიქის მეოთხედი დღეში რამოდენიმეჯერ. ● ცუდი მადის საერთო მიზეზი ბავშვებში ხშირად დაბალი ფიზიკური აქტივობაა. ხშირად გაასეირნეთ ჰაერზე სკვერებში, ჩართეთ აქტიურ ფიზიკურ და გონებრივ თამაშებში, რაც აუცილებლად დაუბრუნებს მათ მადას. ● კიდევ ერთი გზა თქვენს ბავშვებში მადის მოსამატებლად არის თაფლი (თუ რა თქმა უნდა ბავშვს ალერგია არ აქვს ამ პროდუქტზე). ● არანაირი სასუსნავი, აკრძალეთ ორცხობილა და შოკოლადები, თუ გინდათ, რომ მადა არ დაკარგოს ბავშვმა. შეგიძლიათ ისინი ხილით, კენკრით და რძის პროდუქტებით ჩაანაცვლოთ. P.S. და ბოლოს გახსოვდეთ, რომ საკვები უნდა იყოს დაგეგმილი მენიუს მიხედვით და არ დაირღვეს ბალანსი; საკვები უნდა იპყრობდეს ბავშვის ყურადღებას და კარგი ძილი და გასეირნება ჰაერზე, აუცილებლად შეუწყობს მის ზრდას ხელს. წარმატებებს გისურვებთ! 1434 20-ს მოსწონს
|