x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138532
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512198
ყვითელი პრესა… მაგრამ, რატომ «ყვითელი»?

image«ყვითელი პრესა» – ეს ფრაზა ტყუილების, სკანდალების და იაფფასიანი სენსაციების ბეჭვდით დაკავებული ჟურნალ-გაზეთების სინონიმია და ის აშშ-ში გაჩნდა.

1895 წ. ამერიკელმა მხატვარმა და გრაფიკოსმა რიჩარდ აუტკოლტმა ნიუ-იორკის გაზეთ «The World»-ში თავისი ნახატების სერია გამოაქვეყნა, იუმორისტული ტექსტებით; ყველა ნახატზე ერთი პერსონაჟი (პატარა ბიჭი) მეორდებოდა, რომელსაც ყვითელი პერანგი ეცვა. ხოლო, ამ პერანგის ფონზე, სახალისო გამონათქვამები ეწერა. ნახატები მალე გახდა პოპულარული და გაზეთის ყოველი ნომრის გამოსვლას, უამრავი ადამიანი ელოდა. ხოლო, იუმორისტული ნახატების სერიას, მკითხველებმა «ყვითელი ბიჭი» შეარქვეს. რაც შეეხება გაზეთის ტირაჟს, ის 70 ათასიდან – მილიონამდე გაიზარდა.
იმის გამო, რომ ამერიკელები აღფრთოვანებულები იყვნენ ამ სახის პუბლიკაციებით, მეორეimage ამერიკულმა გაზეთმა – «New - York Journal»-მაც დაიწყო მსგავსი კომიქსების გამქვეყნება (ერთი ვერსიით, გაზეთმა მხატვარი გადაიბირა, უფრო მაღალი ჰონორარით. ასევე არსებობს ვერსია, თითქოს მეორე გაზეთში, მისმა მოსწავლემ დაიწყო მუშაობა). და რა თქმა უნდა, ამ ორ გამომცემლობას შორის, დაპირისპირება და ბრძოლა დაიწყო პირველობისთვის. ორივე გაზეთში, «ყვითელი ბიჭი» მოუთხრობდა მკითხველს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ და თითოეული გამომცემლობა ცდილობდა, კონკურენტზე სწრაფად მიეწოდებინა ახალი ამბავი ხალხისთვის. ხშირ შემთხვევაში, ეს ამბები ჭორზე და გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე იყო დაფუძნებული და რეალობას არ შეესაბამებოდა.

ორ გამომცემლობას შორის დაპირისპირებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა მასმედიაშიც. 1896 წელს, «New - York Press»-ის რედაქტორმა, ირვინ უორდმენმა კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა თავის ჟურნალში, რომელშიც მან ერთმანეთთან მებრძოლ გაზეთებს «ყვითელი პრესა» უწოდა და იმაში დაადანაშაულა, რომ ისინი, ყველა «საშუალებით» ცდილობდნენ მკითხველის მიზიდვას. ამის შემდეგ გახდა ფრაზა – «ყვითელი პრესა», «ფრთიანი».

ეს კი ნახატების ნაწილია, ამ ფრაზის გაჩენის მიზეზი რომ გახდა:


imageimage

imageimageimage

image

0
592
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
592
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0