x
image
t.x.
საუკეთესო რჩევა მილიონერისგან-სცადეთ, არ ინანებთ

image
გახდე მილიონერი ეს არც ისე ადვილია, თითქმის გმირობის ტოლფასია, მაგრამ ის იშვიათი გამონაკლისები, რომლებმაც ამას მიაღწიეს, ირწმუნებიან, რომ რაღაც გარკვეულ წესებს ემორჩილებიან.

"Business Insider"- მა გამოკითხა თავისით გამდიდრებული ადამიანები, სთხოვა მათ ის რჩევები, რომლებიც დაეხმარა ამ მდგომარეობამდე მიღწევაში - ანუ რამაც ასეთ საუკეთესო დასასრულამდე მიიყვანა.

ამ რჩევებიდან ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა "ავტომატური მილიონერი"-ს ავტორის დევიდ ბაჩის რეკომენდაცია, რომელიც მხარს უჭერს პრინციპს "გადაიხადე პირველმა".

თავის ფინანსურ სიბრძნეს დევიდი ასე გვიხსნის: "გადაიხადე პირველად შენი საკუთარი თავისთვის", რომელიც გვთავაზობს დავზოგოთ დღეში მხოლოდ ერთი საათის ფული. ეს გავაკეთოთ ყოველდღე მთელი თვის მანძილზე.(ამ შემთხვევაში იგულისხმება საათობრივი ანაზღარება. ანუ, 10 საათიანი სამუშაოს დროს დავზოგოთ ერთი საათის ფული).

დევიდის განმარტებით, ცხოვრებაში აუცილებელია ფული შევაგროვოთ, იმაზე უფრო ადრე, ვიდრე მას ხელს მოვკიდებთ. "ხალხს არ ესმის, რომ მათ სჭირდებათ დაზოგონ ათი ცენტი ყოველ დოლარზე". "დანაზოგის გაკეთება მაშინვე უნდა მოხდეს, როცა ფული ჩაგერიცხებათ, სანამ მას შეეხებით".

მანვე შემოგვთავაზა ფედერალური რეზერვების დაკვირვების შედეგების ანალიზი, საიდანაც ჩანს, რომ ხალხის დიდ უმრავლესობას არ გააჩნია არავითარი დანაზოგი გამოუვალი მდგომარეობის დროს გამოსაყენებლად, თუნდაც 318 ფუნტი სტერლინგი(400 ამერიკული დოლარი). (უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინგლისსა და ამერიკაში ძალიან მცირე თანხაა.) გეტყვიან, რომ დანაზოგისთვის ფული არ ჰყოფნით და ამავე დროს ხარჯავენ ფულს ყოველდღიურ სიამოვნებაში, როგორიცაა ერთი ჭიქა ყავა ან ახალი აიფონები.

მაშ ასე, დაზოგე შენი ხელფასის 10 %, სანამ მას აიღებ, მერწმუნეთ, ეს წლის ბოლოს ნამდვილად გასიამოვნებთ.

12 რამ რასაც თავმოყვარე მამაკაცი არ ჩაიცვამს


როგორ შევისწავლოთ უცხო ენა - რჩევები ადამიანისგან, რომელმაც 16 ენა იცოდა


როგორ ჩავრთოთ უფასო ინტერნეტი ნებისმიერ ტელეფონში(+ვიდეო გაკვეთილი)

0
1715
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
1715
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0