სიახლეები 4 მილიონი დოლარი გასუქებისა და გაცხიმოვნების წინააღმდეგ 2017, 26 მარტი, 23:13 დოქტორებმა თომას ბარისმა და ჯონ უოკერმა მისურის შტატის სენტ–ლუისის უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიისა და ფიზიოლოგიის განყოფილებიდან 4 მილიონ დოლარზე მეტი დოლარი მიიღეს გრანტის სახით, რათა განაგრძნონ მუშაობა გასუქებისა და გაცხიმოვნების საწინააღმდეგო პრეპარატის შესაქმნელად. პრეპარატმა ცხიმის დასაწვავად, უნდა "ჩართოს" გენები, რომლებიც აქტიურდებიან მხოლოდ ვარჯიშის დროს, და ხელი შეუწყოს კუნთების მასის გაზრდას. ექსპერიმენტის წარმატების შემთხვევაში წამალი დაეხმარება შეზღუდული შესაძლებლობის პირებსა და დიაბეტით დაავადებულებს. აგრეთვე კარგი იქნება გასუქების საწინააღმდეგოდ. მაგრამ ყველაფერი კარგად არ არის: ერთერთი შესასწავლი გენი REV-ERB–ი გავლენას ახდენს ადამიანის ტვინზე. რისი აცილებც სურთ მეცნიერებს. 36 შეფასება არ არის
|