თავის მოვლა 61 წლის იაზემინა როსის სილამაზის საიდუმლო 2017, 26 მარტი, 20:53 იაზემინა როსი ერთ-ერთია იმ საოცარ ადამიანთაგან, ვინც ამტკიცებს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. უბრალოდ, შეუძლებელია, მისით არ აღფრთოვანდეთ!
ამ ქალმა დაამსხვრია სტერეოტიპი, რომ მხოლოდ ახალგაზრდა გოგოებს შეუძლიათ, წარმატებული სუპერმოდელები იყვნენ.
იაზემინა როსი ახლა 61 წლისაა. ბოლო დროს მან საცურაო კოსტიუმებშიც დაიწყო პოზირება. ფოტოგრაფების მიზანი არ ყოფილა სექსუალური ფოტოების გადაღება, მათ ბუნებრივი სილამაზის წარმოჩენა სურდათ. იაზემინა როსი ამ კამპანიისთვის მშვენიერი კანდიდატურა აღმოჩნდა. "ეს ქალი ჯანმრთელობას და სილამაზეს ასხივებს. ის თავდაჯერებულია და თან, სრულიად მომხიბლავი", - ამბობენ ბრენდის წარმომადგენლები. მან თავის ყველაზე დიდი სამოდელო კონტრაქტს ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც 40 წელი შეუსრულდა და შვილებიც უკვე წამოზრდილები იყვნენ. ასაკის მიუხედავად, როსი ძალიან წარმატებულია სამოდელო ბიზნესში. მშვენიერი ვერცხლისფერი თმა მისი განმასხვავებელი ნიშანია. რაშია მისი საიდუმლო? როგორ შეიძლება, 61 წლის ასაკში ასე სრულყოფილად გამოიყურებოდე? როსი ამბობს, რომ რამდენიმე წესი აქვს სილამაზის შესანარჩუნებლად. ის გვირჩევს, რომ, პირველ რიგში, ვიცხოვროთ ისეთი ცხოვრებით, როგორიც მოგვწონს და ვაკეთოთ ის, რისი კეთებაც გვიყვარს. მეორე, ყურადღება მივაქციოთ ჯანსაღ საკვებს და ვჭამოთ მეტი თევზი და ბოსტნეული. მესამე, ნატურალური ზეთების გამოყენებით ვიზრუნოთ კანზე და თმაზე. ეს არის ნამდვილი სილამაზე, ბუნებრიობა და ჰარმონია! ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ასევე დაგაინტერესებთ: 1. 7 ყველაზე ეფექტური ვარჯიში ლამაზი და მკვრივი მკერდისთვის 2. როგორ მოვიშოროთ ღაბაბი და შევინარჩუნოთ ახალგაზრდული სახე 180 1-ს მოსწონს
|