იაზემინა როსი ერთ-ერთია იმ საოცარ ადამიანთაგან, ვინც ამტკიცებს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. უბრალოდ, შეუძლებელია, მისით არ აღფრთოვანდეთ!
![61 წლის იაზემინა როსის სილამაზის
საიდუმლო image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201703/2017032620302420141.jpg)
ამ ქალმა დაამსხვრია სტერეოტიპი, რომ მხოლოდ ახალგაზრდა გოგოებს შეუძლიათ, წარმატებული სუპერმოდელები იყვნენ.
იაზემინა როსი ახლა 61 წლისაა. ბოლო დროს მან საცურაო კოსტიუმებშიც დაიწყო პოზირება.
![61 წლის იაზემინა როსის სილამაზის
საიდუმლო image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201703/2017032620342620141.jpg)
ფოტოგრაფების მიზანი არ ყოფილა სექსუალური ფოტოების გადაღება, მათ ბუნებრივი სილამაზის წარმოჩენა სურდათ.
![61 წლის იაზემინა როსის სილამაზის
საიდუმლო image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201703/2017032620352320141.jpg)
იაზემინა როსი ამ კამპანიისთვის მშვენიერი კანდიდატურა აღმოჩნდა. "ეს ქალი ჯანმრთელობას და სილამაზეს ასხივებს. ის თავდაჯერებულია და თან, სრულიად მომხიბლავი", - ამბობენ ბრენდის წარმომადგენლები.
![61 წლის იაზემინა როსის სილამაზის
საიდუმლო image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201703/2017032620373020141.jpg)
მან თავის ყველაზე დიდი სამოდელო კონტრაქტს ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც 40 წელი შეუსრულდა და შვილებიც უკვე წამოზრდილები იყვნენ.
![61 წლის იაზემინა როსის სილამაზის
საიდუმლო image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201703/2017032620384020141.jpg)
ასაკის მიუხედავად, როსი ძალიან წარმატებულია სამოდელო ბიზნესში. მშვენიერი ვერცხლისფერი თმა მისი განმასხვავებელი ნიშანია.
![61 წლის იაზემინა როსის სილამაზის
საიდუმლო image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201703/2017032620403220141.jpg)
რაშია მისი საიდუმლო? როგორ შეიძლება, 61 წლის ასაკში ასე სრულყოფილად გამოიყურებოდე?
![61 წლის იაზემინა როსის სილამაზის
საიდუმლო image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201703/2017032620411420141.jpg)
როსი ამბობს, რომ რამდენიმე წესი აქვს სილამაზის შესანარჩუნებლად. ის გვირჩევს, რომ, პირველ რიგში, ვიცხოვროთ ისეთი ცხოვრებით, როგორიც მოგვწონს და ვაკეთოთ ის, რისი კეთებაც გვიყვარს. მეორე, ყურადღება მივაქციოთ ჯანსაღ საკვებს და ვჭამოთ მეტი თევზი და ბოსტნეული. მესამე, ნატურალური ზეთების გამოყენებით ვიზრუნოთ კანზე და თმაზე.
![61 წლის იაზემინა როსის სილამაზის
საიდუმლო image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201703/2017032620444020141.jpg)
ეს არის ნამდვილი სილამაზე, ბუნებრიობა და ჰარმონია!
![61 წლის იაზემინა როსის სილამაზის
საიდუმლო image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201703/2017032620454720141.jpg)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ასევე დაგაინტერესებთ:
1. 7 ყველაზე ეფექტური ვარჯიში ლამაზი და მკვრივი მკერდისთვის
2. როგორ მოვიშოროთ ღაბაბი და შევინარჩუნოთ ახალგაზრდული სახე
![61 წლის იაზემინა როსის სილამაზის
საიდუმლო image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201703/2017032620514420141.png)