ფეხბურთი კორუმპირებული უეფა ევროპელ ფანებს ებრძვის 2012, 11 ივნისი, 14:10 არავისთვის საიდუმლო არაა, რომ უეფა და ფიფა კორუფციულ ტალახშია ამოსვრილი. ისინი დღითი დღე ამკაცრებენ სანქციებს ევროპელი ფანებისადმი. ევრო 2012 ისათვის აიკრძალა სტადიონზე ყოველგვარი ბანერის, სასროლი ქაღალდებისა და პედარტების შეტანა. სტადიონზე ულტრასობა ჩაანაცვლა ეგრეთწოდებულმა აკადემიურმა დასწრებამ.
სხვათაშორის უეფას რეპრესიები საქართველოსაც შეეხო. 2012 წლის 25 მარტს ტორპედოს და დინამოს ფანებმა პიროტექნიკა გამოიყენეს რის გამოც ქუთაისის სტადიონი 500 ლარით დაჯარიმდა, შემდგომში კი სფფ 4000 ლარიანი ჯარიმებით იმუქრება.
თანამედროვე ფეხბურთში მთავარი როლის შემსრულებლები ( როგორიცაა მანჩესტერი, ჩელსი, ბაიერნი და ა.შ.) ეწინააღმდეგებიან უეფას სანქციებს.
ფეხბურთი ხალხისთვისაა და არა მილიონერებისთვის! ფეხბურთი ემოციური სპორტია! ჭადრაკის მოყვარულებს ტრიბუნაზე არც არავინ ეპატიჟება.
19 1-ს მოსწონს
|