x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
თუ ბავშვი უმიზეზოდ ტირის, აუცილებლად შეუმოწმეთ ფეხები! აი რატომ
ახლშობილის უმეტესობა გაურკვეველი მიზეზებისა თუ შიმშილის და გამოცვლის მოტივით ხშირად ტირის. გამოცდილი მშობლები ალბათ დამეთანხმებით როგორი რთულია ისეთი ბავშვის აღზრდა, რომელიც გამუდმებით და ყოველგვარი მიზეზების გარეშე მთელს დროს ჩხავილში ატარებს. ბევრი მშობლისთვის წარმოუდგენელია, თუ რატომ უნდა ტიროდეს ჩვილი, როდესაც დანაყრებული და გამოცვლილია, თუმცა ამის სერიოზული მიზეზი არსებობს და სწორედ დღევანდელი სტატიიდან შეიტყობს ბევრი თქვენგანი მათგან ერთ-ერთ სერიოზულ მიზეზს.


image


რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, მოვლილი და დანაყრებული ჩვილის ტირილის მიზეზი ხშირად მის წინდაში შემთხვევით მოხვედრილი დედის (ან სხვა ოჯახის წევრის) თმაა, რომელიც ჩვილს ფეხის თითებზე ეხვევა და ებლანდება, უქმნის დისკომფორტს, უძნელებს მოძრაობას, უბლოკავს სისხლის ნაკადს და თან ახლავს მწვავე ტკივილი. შუმჩნევლად დიდი ხნის მანძილზე თუ დატოვებთ არსებულ ფაქტს, ის შეიძლება თითის ამპუტაციით დასრულდეს. ასეთი მოვლენა ხშირია და მას "თმიანი სახვევი" (hair tourniquet) ეწოდება.



მსგავსი შემთხვევა ხშირია, მთელს მსოფლიოში დროდადრო ხვდებიან მშობლები ამ ფაქტის წინაშე. ახლახანს კი სწორედ მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი და ახალგაზრდა მშობლებმა Scott და Jessica Walker-ებმა instagram-ის საკუთარ გვერდზე გაასაჯაროვეს პოსტი, რათა ეხსნათ სხვა მშობლების ჩვილებიც მსგავსი შემთხვევისგან. "ჩვენი პატარა ქალიშვილი მთელი დღის მანძილზე ტიროდა უმიზეზოდ, უმიზეზოდ იმიტომ, რომ ყველა მიზეზი გამოვრიცხეთ, ბოლოს გავხადეთ ტანსაცმელი და მათ შორის წინდებიც, რათა ვიფიქრეთ გახდილი უფრო შვებას იგრძნობდა. სწორედ მაშინ შევნიშნეთ მის ფეხზე გაწითლებული და დასიებული თითი, რომელზეც თმა იყო შემოხვეული. თავდაპირველად ვერ მივხვდით მიზეზს, თუმცა გამადიდებლით რომ ვაკვირდებოდით, შევნიშნეთ თმა და ცუდ დასასრულს დავეხსენით"- წერენ Scott და Jessica Walker-ები.



imageimage



P.S. ჯანმრთელობას და სიმშვიდეს გისურვებთ თქვენ და თქვენს პატარას!




იხილეთ აგრეთვე:


● როგორ დავიცვათ ბავშვი ავი თვალისგან

თუ ბავშვს მაღალი სიცხე აქვს, ასე არასოდეს მოიქცეთ!

როგორ ამოვიცნოთ რომელი ვიტამინი გვაკლია? გაითვალისწინეთ!
თუ საზოგადოებრივ ადგილებში ბავშვთან ერთად დადიხართ, ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ!
ახალი ვირუსი გზაშია, რომელიც "მენინგიტსა და ენცეფალიტს" იწვევს. როგორ დავიცვათ ბავშვები?
აღარასოდეს დააწვინოთ ბავშვი დივანზე. აი რა საფრთხეს შეიცავს ეს ფაქტი
ყველაზე დიდი შეცდომები, რომელთაც შვილის აღზრდის დროს ვუშვებთ
რა წონის და სიმაღლის უნდა იყოს ბავშვი 1 თვიდან - 3 წლამდე?
იმისათვის, რომ შვილი სწორად ავღზარდოთ...
არ გადააგდოთ ამოღებული, ბავშვის სარძევე კბილი! და, აი რატომ


0
724
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
724
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0