x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
საიდან მოვიდა მოდა დახეულ ჯინსებზე

საკმარისია, წლის შედარებით თბილ დროს ქუჩაში გავიდეთ და მაშინვე შემოგვხდება ადამიანი ნახვრეტებიანი ან დახეული ჯინსით. რაში მდგომარეობს ამ უცნაური მოვლენის არსი? ვინ და როდის გადაწყვიტა, რომ დახეული ტანსაცმლის ტარება — ნორმა არის?


image


დახეული ჯინსის ისტორია არის სამოსის სტილის ძალიან ბუნებრივად განვითარებული ისტორია. ის, რაც დღეს ტენდენციად ითვლება და მაღაზიებში იყიდება (ხშირ შემთხვევაში, არცთუ ისე იაფია), იყო დრო, როდესაც მოდას და სტილს უპირისპირდებოდა.

არიან ადამიანები, რომლებსაც ასეთი სამოსი აღიზიანებთ და სულელურ ახირებად თვლიან, მაგრამ მათ წარმოდგენაც არა აქვთ, თუ რამდენად ღრმა შეიძლება იყოს დახეული ჯინსის წარმოშობის ისტორია. შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობა ასეთი სამოსის ტარებისკენ, მენტალურად, საუკუნეების მანძილზე მიდიოდა.

ოდესღაც, ვიღაც წვრილი ფეოდალი საკუთარ გლეხებზე უკეთესად არ ცხოვრობდა (დიდი სახლი და მეურნეობა კი ჰქონდა, მაგრამ მის მოსავლელად იმდენი მოსამსახურე იყო საჭირო, რომ გლეხებისგან მიღებული შემოსავალი გასავალს ძლივს ფარავდა). მაგრამ, დროთა განმავლობაში, ყველაფერი შეიცვალა. ფეოდალები ფინანსურად მოძლიერდნენ, სოფლებიდან საცხოვრებლად ქალაქებში გადავიდნენ, ხოლო მამულების მოსავლელად მმართველები დაიქირავეს.

გავიდა დრო და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ფეოდალიზმი კაპიტალისტურმა წყობამ ჩაანაცვლა. მდიდრების და ღარიბების გარდა, გაჩნდა კიდევ ერთი – საშუალო ფენა.
მოდას, როგორც ცნობილია, მოთხოვნა განსაზღვრავს და ის დაღმავალი კიბის პრინციპით მოქმედებს: ის, რასაც მდიდრები ატარებდნენ, ძალიან მალე საშუალო ფენის გარდერობებში იწონებდა თავს, ხოლო საშუალო კლასის მოდა, ღარიბების ოცნების და მიბაძვის ობიექტი ხდებოდა. და აქ გარდატეხა მოხდა, მანუფაქტურული წარმოებით გამდიდრებულმა ბურჟუაზიულმა კლასმა, საშუალო კლასისგან თავისი განსხვავებულობის სადემონსტრაციოდ, არისტოკრატების სამოსის ტარება დაიწყო.

image

თავად დიდებულებში მათმა საქციელმა აღშფოთება გამოიწვია. მაგრამ თუ შუა საუკუნეებში ყველაფერი კანონმდებლობით რეგულირდებოდა და სპეციალური ბრძანება დიდგვაროვნების სამოსის ტარების უფლებას მხოლოდ ამ კლასის წარმომადგენლებს აძლევდა, XIX საუკუნეში ზნე-ჩვეულებები ისე მკაცრად აღარ კონტროლდებოდა. მას შემდეგ, რაც კორსეტებმა, მაქმანებმა და ბუმბულებმა საშუალო კლასის გარდერობში გადაინაცვლა, არისტოკრატების მოდამ ევოლუცია უბრალოებისკენ და უტილირებისკენ დაიწყო. შეიქმნა სიტუაცია, რომლის, ნახვა კი არა, წარმოდგენაც შეუძლებელი იყო წინა საუკუნეებში: მაღალი საზოგადოება უბრალო, მოხერხებული, დამატებითი ელემენტების გარეშე შექმნილი სამოსით შეიმოსა (თუმცა, ძალიან ძვირფასით), ხოლო საშუალო ფენა — პომპეზურ ტანსაცმელს ატარებდა. მოგვიანებით კორსეტებიანი კაბები და ბუმბულებით გაფორმებული ქუდები ღარიბებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი, – ისინი ხომ მათზე დიდი ხნის მანძილზე ოცნებობდნენ... მაგრამ იმ დროს, საშუალო ფენის წარმომადგენლები უკვე დიდგვაროვნებს ჰბაძავდნენ და ბევრად უფრო ძვირიან სამოსს იძენდნენ, ვიდრე მათ ეცვათ. ახლა უკვე საშუალო კლასსაც შეეძლო ისე ჩაცმა, როგორც ელიტას.

XX საუკუნეში მდიდრებსა და საშუალო ფენას შორის ფინანსური ზღვარი კიდევ უფრო გაიზარდა და ამ უკანასკნელებს, მდიდრების მიერ დაარსებულ ორგანიზაციებში უწევდათ მუშაობა და დახვეწილი, მკაცრი საოფისე კოსტიუმების ტარება.

და რას შვრებოდა ამ დროს ელიტა? მათთვის ხომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო საშუალო ფენისგან გამოყოფა? და რა უნდა გააკეთებინა ადამიანს, როდესაც მასთან ელეგანტურად ჩაცმულ-დახურული მოხელეები მუშაოდნენ, ხოლო თვლები, მაქმანები და სხვა ფუფუნების ელემენტები ვულგარულად ითვლებოდა?

როგორც ამბობენ, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და... მდიდრებმა მეტისმეტად უბრალო სამოსის ტარება დაიწყეს. მათთვის მთავარი საშუალო ფენისგან გამოყოფა იყო და რას იფიქრებდნენ უფრო დაბალი ფენის წარმომადგენლები, საერთოდ არ ადარდებდათ, – ისინი ხომ მათ საერთოდაც ვერ ხვდებოდნენ. მაგ, ბრაზილიელი მილიარდელი, რომელიც საკუთარი თვითმფრინავით ფაველას გადაუფრენდა, სწორედ ისე გამოიყურებოდა, როგორც ფაველის მკვიდრი: გაუპარსავი, გაცვეთილი ჯინსით და მაისურით, ის რადიკალურად განსხვავდებოდა თავისი მენეჯერისგან, რომელიც აბრეშუმის პერანგში და მოდურ პიჯაკში იყო გამოწყობილი. მართალია, გარეგნულად ყველაფერი გადაბრუნებული იყო, მაგრამ გზავნილი იგივეა დარჩა: «მე ისე შემიძლია ჩაცმა, როგორც მინდა. თქვენ კი ამას ვერ გააკეთებთ».
და აი, მივედით იმ საკითხამდე, თუ რა შუაშია აქ დახეული ჯინსი და რა კავშირშია ის ყოველივე ზემოთქმულთან. იმ ათწლეულების მანძილზე, როდესაც მდიდრები ღარიბებივით იცვამდნენ, მოდა ვითარდებოდა. ტენდენციების გავრცელების კანონის თანახმად, – იმან, რასაც მდიდრები ატარებდნენ, თანდათანობით ქვედა ფენებში გადაინაცვლა და რაც ადრე მხოლოდ ერთეულებს ეცვათ, დღეს უკვე ტრენდად იქცა – წრე შეიკრა! (როგორც ერთი ცნობილი ფილმის არანაკლებ ცნობილი გმირი ამბობს: «გავთანაბრდით და გულმაც დაისვენა» რედ.)

ასეთია დახეული ჯინსის პარადოქსი: მაწანწალებივით ვიმოსებით და გვინდა, რესპექტაბელურად გამოვიყურებოდეთ...imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageჯინსის შარვალმა კინაღამ ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა

ვირჩევთ მოდურ ჯინსებს ზაფხულის სეზონისთვის

რატომ აქვს ჯინსის შარვალს პატარა ჯიბე

2
312
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
312
  
2019, 12 თებერვალი, 13:25
,,პირველი მერცხალი" გინახავთ :)
2019, 12 თებერვალი, 3:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2