კინო რა ფილმს ვუყუროთ? 2012, 11 ივნისი, 13:30 დიდი ხანია აღარ დამიდვია სტატია ''რა ფილმს ვუყუროთ'', ვაღიარებ ჩემი დანაპირები დავარღვიე, მაგრამ ვეცდები გამოვასწორო და იმის მიუხედავად რომ ამ სტატიებს ცოტა ნახულობს მაინც დავდებ.
ფილმი, რომლის ყურებასაც ახლა გთავაზობთ ნამდვილად ჩემი ფავორიტია. სწორედ ამიტომაც გირჩევთ თქვენც მის ყურებას, ვფიქრობ რომ დადებით ემოციებს გამოწვევს, მიუხედავად იმის რომ დრამაა.
ფილმის სათაურია ''არაფერი პირადული''. რეჟისორი კი პოლონელი ურსულა ანტონიაკი.
მთავარ როლებს კი სტეფან რეა და ლოტე ვებეკი ასრულებენ.
ანა ახალგაზრდა ჟღალთმიანი ქალია, რომელიც თავისი კარავით მოგზაურობს ფეხით. იგი ადამიანებს არ ენდობა და არც არაფერი სჭირდება მათგან. მისთვის უცხოა სითბო ან რაიმე მეგობრული გრძნობა. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ გარეგანი თავდაცვითი სარქველია. ერთ გარიყულ სახლში ტბის მიღმა იგი განდეგილად მცხოვრებ მარტინს გაიცნობს. ორი მარტოსული ადამიანი ნელ-ნელა ააწყობენ ნდობაზე და სიყვარულზე დამყარებულ ურთიერთობას. ფოტოკოლაჟი ფილმიდან: 133 5-ს მოსწონს
|