საბუნებისმეტყველო იცოდით?-კბილის საცხი ასუქებს. ცნობილი დიეტოლოგების უცნობი რჩევები 2017, 22 მარტი, 18:46
Now To Love-სთან საუბრისას, დიეტოლოგმა მეგან მაკგრისმა განაცხადა, რომ კბილის საცხი შეიძლება შეიცავდეს ფერმენტირებულ შაქარს, რომელიც შედის სწორედ მაკარონსა და პურ-ფუნთუშეულის ნაწარმში. ეს ინგრედიენტი, როგორც ვიცით გასუქებას და მუცლის შებერილობას იწვევს. ის შეიძლება იყოს ზოგიერთ წამლებსა თუ საკვებ დანამატებში და სიმსუქნისკენ მიდრეკილ ადამიანებში სერიოზულ პრობლემად იქცეს. ალბათ ვერც კი წარმოიდგენდით, მაგრამ ნიორსა და ხახვშიც დიდი რაოდენობის ფრუქტოზაა და ამიტომაც კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოხვდა. დიეტოლოგი სტეფ ლოუ მის ნაცვლად სადილებში ნივრის და ხახვის ფხვნილებს ხმარობს. ქალბატონმა მაკგრისმა განაცხადა, რომ დროგამოშვებით დიეტასაც აქვს გამასუქებელი ეფექტი, რადგან დარღვეულია საჭმლის მუდმივი მიწოდება. ასეთი დიეტა ასუსტებს კუნთებს, საყლაპავი მილის კედლებს, იწვევს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის შენელებულ მოქმედებას. თუმცა მთელი იმედები როდია დაკარგული, მელბურნელ დიეტოლოგს გარკვეული რჩევები აქვს, მაგ: ნიორზე უარის თქმა და ის, რომ, "ხანდახან მუცელი ცარიელი დავტოვოთ". დიეტოლოგმა დევიდ გროტმა ჩიკაგოდან Fitness Magazine - სთან საუბრისას აღნიშნა ის ნაკლებად ცნობილი ხერხები, რომლებიც მუცელს ბერავს. მან კომენტარი გააკეთა ყველასთვის ცნობილ საზამთროს დიეტაზე. როგორც აქამდე ვიცოდით, ის საუკეთესო წასახემსებელია, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის ბუნებრივი შარდმდენი საშუალებაა. ექსპერტმა შემოგვთავაზა ბევრი წყლის სმა, რომელიც იწვევს მუცლის შევსებას და აგრეთვე საუკეთესო შხამისგამომტანია. ის ასევე გვირჩევს, რომ სანამ დავლევთ, წყალში ჩავაგდოთ რამდენიმე ლიმონის ნაჭერი და სითბოში გავაჩეროთ. წყლის შენარჩუნება ყველა ორგანიზმისთვის აუცილებელია, რომ გაუწყლოვანება არ დაგვემართოს. წონის კლების საიდუმლო - ექსკლუზიური ნაწყვეტი ამელია ფრეერის წიგნიდან. დიეტა შეზღუდვების გარეშე დაივიწყე ცელულიტი. მალამო, რომელიც სამზარეულოში ყველას მოეპოვება 76 3-ს მოსწონს
|