ჭადრაკი საინტერესო ფაქტები ჭადრაკის შესახებ 23 აგვისტო, 8:38 ჭადრაკს, საკმაოდ ბევრი ლეგენდა უკავშირდება. მაგრამ, განსაკუთრებით ცნობილი გახდა, ლეგენდა გლეხის შესახებ, რომელიც მეფესთან მივიდა და ახალ და საინტერესო თამაშის შესახებ უამბო. ხელმწიფე თამაშით ძალიან დანტერესდა. გლეხმა კი, თამაშის დაწყებამდე, მას ერთი პირობის შესრულება სთხოვა. ხელმწიფე მაშინვე დაეთანხმა, რადგან პირობა, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივი ჩანდა: დაფის თითოეულ კვადრატზე მარცვალი უნდა დაედოთ, ისე, რომ ყოველ მომდევნო კვადრატზე, მარცვლის რაოდენობა კვადრატულად უნდა გაზრდილიყო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხელმწიფე სიხარულით დათანხმდა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ამ რაოდენობის მარცვალი, მის ბეღელში კი არა, მსოფლიოში არ მოიძებნებოდა! აქ საინტერესო ფაქტებს გთავაზობთ, მსოფლიოში ყველაზე საინტერესო თამაშის შესახებ: ყველამ იცის, რომ სიტყვა — ჭადრაკი, სპარსული სიტყვების კომბინაციით — «მეფე მოკვდა» (შაჰ–ი და მატ–ი) არის მიღებული. მაგრამ, თამაშის სამშობლო, სპარსეთი არ არის. ამ თამაშის საფუძველს, ძველი თამაში — «ჩატურანგა» წარმოადგენს, რომელიც ძველი წყაროების მიხედვით, ჯერ კიდევ IV ს–ში, დიდი პოპულარობით სარგებლობდა ინდოეთში. ექსპერტები, ამ სტრატეგიული თამაშის მიახლოებით ასაკსაც ვერ ასახელებენ და ამ საკითხში, მათი აზრი, მკვეთრად გსხვავდება. თუმცა, ერთ რამეში ნამდვილად თანხმდებიან: ჭადრაკი — ძალიან ძველი თამაშია. ამასთან თამაშმა, დროთა განმავლობაში, ევოლუცია განიცადა. უკვე VII ს. ჭადრაკის თამაში სპარსეთშიც დაიწყეს და მას «შატრანჯი» დაარქვეს. ითვლება, რომ ორფეროვან მოედანზე თამაში, რეალური ბრძოლების იმიტაცია იყო. საკუთარი გამჭრიახობის წყალობით, უძველესი მმართველები, ნამდვილ სისხლისღვრას ერიდებოდნენ, ახალ მიწებს ჭადრაკის საშუალებით იპყრობდნენ და საკუთარ ტერიტორიებს აფართოებდნენ. მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში, რეგულარულად, 1886 წლიდან ტარდება. ხოლო, 1924 წლიდან ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია – ფიდე არსებობს, რომლის ეგიდით, საერთაშორისო შეჯიბრებების უმრავლესობა ტარდება. ამ თამაშში, ფრე, ან წაგება, შეიძლება, მანამდე დაფიქსირდეს, ვიდრე მოთამაშეები პირველ სვლას გააკეთებენ. ეს შეიძლება, როგორც სატურნირო ცხრილში გარკვეული სცენარის მიხედვით, ან მოთამაშის, თამაშზე გამოუცხადებლობის გამო მოხდეს. ერთხელ, გარი კასპაროვმა თქვა, რომ «ჭადრაკი — გონების ტანჯვაა». სწორედ ამიტომ, ვიღაცამ ჭადრაკის და ფიზიკური გამოცდის შერწყმა გადაწყვიტა და «შაჰკრივი» შექმნა. შეჯიბრი სპორტის ამ სახეობაში 2003 წლიდან ტარდება. წესის მიხედვით, თამაში 11 რაუნდისგან შედგება (5 სწრაფი ჭადრაკი და 4 კრივი). 1061 წ. კათოლიკე კარდინალმა პეტრე დამიანიმ (Pietro Damiani) სასულიერო პირებისთვის, ჭადრაკის აკრძალვის შესახებ, დადგენილება გამოსცა. იმ მიზეზით, რომ ზოგიერთ ადამიანს, ჭადრაკისადმი გატაცება გაუჩნდა, მან ჭადრაკი, როგორც «ეშმაკის გამოგონება» დაახასიათა. ეკლესიის გავლენით, ევროპის ზოგიერთმა მეფემ, ეს თამაში, საკუთარ ქვეყანაში აკრძალა. არსებობს ჭადრაკი ორზე მეტი მოთამაშისთვის: ეს შეიძლება იყოს 3, ან 4 მოჭადრაკე. ამასთან, თითოეული მათგანი, საკუთარი ფიგურებით თამაშობს. ამჟამად, ჭადრაკის კომპიუტერული პროგრამები, ამ თამაშის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჭადრაკის ისტორიაში, უძლიერეს მოთამაშედ მიჩნეული, მსოფლიო ჩემპიონი გარი კასპაროვი, 1997 წ. Deep Blue კომპიუტერთან დამარცხდა. კომპიუტერის წინააღმდეგ, სხვა მოჭადრაკეებმაც სცადეს ბედი. თუმცა, უშედეგოდ, რაც ამ პროგრამების სიძლიერეზე მიუთითებს. დღეს, ჭადრაკის პროგრამებს მოთამაშეები ხშირად, თავიანთი თამაშების გასაანალიზებლად და გასაუმჯობესებლად იყენებენ. თავდაპირველად, ჭადრაკი საათის გარეშე იმართებოდა. ამავდროულად, მოთამაშეებს შეეძლოთ, მრავალი საათის მანძილზე, ან თუნდაც, ზედიზედ, რამდენიმე დღე ეთამაშათ, რაც მათ გამოფიტვას იწვევდა. 1851 წელს, ერთ–ერთი ტურნირის დროს, მსაჯის დამხმარემ დააფიქსირა, რომ «პარტია არ დასრულდა, რადგამ მოთამაშეებს ჩაეძინათ». ამის შემდეგ, საერთაშორისო ტურნირებზე დროის კონტროლი შემოიღეს, რაც ქვიშის საათის მეშვეობით ხდებოდა. ხოლო, 1883 წ. პირველი მექანიკური საათებიც გამოჩნდა, რომელიც სპეციალურად, ჭადრაკისთვის შეიქმნა. ფსიქოლოგები ჭადრაკს, როგორც მეხსიერების გაუმჯობესების ეფექტურ საშუალებად მიიჩნევენ. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ჭადრაკი რეკომენდებულია ალცჰაიმერის დაავადებასთან ბრძოლისთვის. ბევრი ადამიანი თვლის, რომ ჭადრაკი — მათთვის არის, ვისაც ბუნებრივად აქვს მაღალი ინტელექტი. ეს მოსაზრება ნაწილობრივ მართალია, მაგრამ ჭადრაკის თამაშით, საკუთარი ინტელექტის განვითარება და ამაღლება არის შესაძლებელი. გარდა ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ ჭადრაკი ტვინის ორივე ნახევარსფეროს ააქტიურებს. აუმჯობესებს შემოქმედებითობის უნარს, ზრდის კონცენტრაციას და კრიტიკულ აზროვნებას. არხის სხვა სიახლეები:* მოგზაურობა წარსულში – 30 საინტერესო ფოტოსურათი* ამ პლანეტაზე წინაპრები არა გვყავს – ჩვენი სამშობლო, სხვა პლანეტაა...* "გეშინოდეს საკუთარი სურვილების, გეშინოდეს საკუთარი აზრების" – სურვილების ხე (იგავი)* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ266 2-ს მოსწონს
|