სხვა შეიქმნა ახალი თოჯინა საპასუხო რეაქციებით-რა შეუძლია მას(+ ფოტოები) 2017, 21 მარტი, 18:37 სამანტა - ასე ჰქვია სილიკონის თოჯინა ქალს, რომელიც სულ ახლახანს შექმნეს მეცნიერებმა. მისი უპირატესობა წინამორბედდთან შედარებით ისაა, რომ რეაგირებს შეხებაზე. კანის ქვეშ აქვს ღილაკები და ის დიასახლისისგან სექსუალურ ქალად გარდაიქმნება. ის ბარსელონელმა ინჟინერმა სერგი სანტოზმა შექმნა. სამანტას წაბლისფერი თმები და ვნებიანი მწვანე თვალები აქვს. "სამანტა ინტერაქტიულია"- მას უყვარს როცა ეხებიან. "საპასუხო რეაქციების სხვადასხვაგვარი აქვს: რომანტიკული, საოჯახო და სექსუალური. ის ამერიკული აქცენტით საუბრობს და წარმოთქვამს სექსუალურ ფრაზებს: "სულ შენზე ვფიქრობ", "საყვარელო და სანატრელო", "ჩემო ტკბილო". მას სხეულის სხვადასხვა ადგილზე აქვს სენსორები, სწორედ ეს განაპირობებს მის ქცევებს. სექსუალური ხდება თეძოებსა და მკერდზე შეხებისასაც. საერთოდ სტანდარტული თოჯინები 18 ტიპის ქალის ფიგურის და 2 ტიპის მამაკაცის ფიგურის მიხედვითაა შექმნილი. მათი ფასები 6500 დოლარიდან იწყება (ეს სტანდარტული) და სპეციფიკურად შექმნილები 12000 დოლარამდე აღწევს. REALDOLL -ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მუდმივად ცდილობენ თოჯინის გაუმჯობესებას და დახვეწას, რადგან მათი კლიენტები სხვადასხვა მოთხოვნებს უყენებენ. მათ უნდათ, რომ თითოეული თოჯინა ინდივიდუალური იყოს, ჰქონდეს ქცევის მათთვის სასურველი წესები. თოჯინებს აქვთ რბილი, ელასტიური ტუჩები, ნაზი ენა და სილიკონის კბილები. ასეთი თოჯინების წარმოება პირველად იაპონიაში დაიწყეს 1980 წლიდან, მაგრამ ისინი პლასტმასის იყო. თანამედროვე თოჯინები კი მაღალი ხარისხის სილიკონისგან მზადდება. ისინი ინარჩუნებენ სითბოს და მაქსიმალურ კომფორტს გვპირდებიან. ისიც აღსანიშნავია, რომ ხერხემალი რბილი აქვს და მომხმარებელს მისი სასურველ ადგილზე მოხრა შეუძლია. რატომ მოაჭრა ქალმა ქმარს "მამაკაცური ღირსება" კენდის სვეინპოლმა თამამი ფოტოსესია გამართა (+ ფოტოები) აბბი კლენსის ვნებიანი ფოტოსესია - ცოტა რამ მოდელის შესახებ 982 3-ს მოსწონს
|