x
image
t.x.
თურმე ერბო-კვერცხს შეცდომით ვამზადებდით - ამერიკელი შეფ-მზარეულის რჩევა
image
კვერცხი ადამიანის(და არა მარტო) უსაყვარლესი საკვებია. ერბო - კვერცხი კი არის ერთ-ერთი ყველაზე იოლი და სწრაფად მოსამზადებელი საუზმე, თუმცა ცნობილი ამერიკელი შეფ-მზარეული ენტონი ბურდეინი გვარწმუნებს, რომ მას შეცდომთ ვამზადებთ. ენტონი ბურდეინი 60 წლის ცნობილი სატელევიზიო მზარეულია. მისი რეცეპტები და რჩევები დიდი პოპულარობით სარგებლობს. მან გვიჩვენა კლასიკური დილის საუზმის-კვერცხის მომზადების წესები, რომლებიც მისივე აზრით ყოველდღე გამოგვადგება. ოღონდ აღსანიშნავია, რომ ის არ ამატებს არანაირ ნაღებს, რძეს ან წყალს. შეფ-მზარეულმა თავისი კულინარიული საიდუმლო Tech Insider-ის კორესპონდენტს გაუმხილა.

მაშ ასე, ენტონი გვირჩევს, რომ დავიწყოთ ცხელი ტაფით, ოღონდ ძალიან ზედმეტად არ გავახუროთ. შემდეგ ღრმა თეფშზე ურევს კვერცხს მარილის და წიწაკის დამატებით და აღნიშნავს, რომ წყალი და ნაღები არ მივაკაროთ.

ერბო-კვერცხი ენტონი ბურდეინისგან:

1. გააცხელეთ ტაფა სუსტ ან საშუალო ცეცხლზე.


2. ღრმა თეფშზე ადღვიბეთ კვერცხი, დაამატეთ მარილი და წიწაკა.

3. დღვიბეთ მანამდე, სანამ არ მივიღებთ თეთრი და ყვითელი ფერის ტალღებს.

4.ტაფაზე დადეთ კარაქი და აცადეთ, სანამ ქაფს არ გაიკეთებს.

5. დავასხათ კვერცხი და ვაცადოთ, სანამ ცოტა არ შემყარდება.

6. ავიღოთ ჩანგალი და კვერცხის მორევა დავიწყოთ ისე, როგორც ვწერთ რვიანს. ვურიოთ მანამდე, სანამ არ გახდება ნაზი, ფუმფულა და ჰაეროვანი.



ენტონიმ დაამატა: "მე უბრალოდ ვერ ვგებულობ რისთვის ამატებენ ნაღებს ან რძეს, ეს ხომ "პეროგი" არ არის? -ეს უბრალოდ ერბო-კვერცხია. და ყურადღებით დააკვირდით, რომ კვერცხის დღვება ზედმეტად არ მოგივიდეთ, თორემ ბოლოს, უკვე მომზადებულს, მივიღებთ ძალიან წვრილად დაქუცმაცებულ ნაწილებს".

imageimage





როგორ ჩავრთოთ უფასო ინტერნეტი ნებისმიერ ტელეფონში(+ვიდეო გაკვეთილი)
დაივიწყე ცელულიტი. მალამო, რომელიც სამზარეულოში ყველას მოეპოვება
წონის კლების საიდუმლო - ექსკლუზიური ნაწყვეტი ამელია ფრეერის წიგნიდან. დიეტა შეზღუდვების გარეშე

0
8235
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
8235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0