პროფილაქტიკა როგორ განვდევნოთ ორგანიზმიდან ყველა არასაჭირო ტოქსინი, დეტოქსიკაციის საუკეთესო რეცეპტები! 2017, 20 მარტი, 22:15 1. ვაშლი და დარიჩინი - თხლად დაჭერით ვაშლი და დაასხით 500 მლ თბილი წყალი, დაუმატეთ 1 ს/კ დარიჩინი, გააცივეთ და მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში. ვაშლის და დარიჩინის კომბინაცია, გაწმინდავს თქვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. 2. ლიმონის წვენი და თაფლი-2 ს/კ ახლადგამოწურული ლიმონის წვენი შეურიეთ 200 მლ თბილ წყალს, დაუმატეთ 1 ს/კ ნატურალური თაფლი და მიიღეთ უზმოზე, საუზმემ- დე ნახევარი საათით ადრე.ეს ხელს შეუწყობს თქვენი მომნელებელი სისტემის გასუფთა- ვებას, გააძლიერებს თქვენს სისხლძარღვებს და დაგმუხტავთ სასიცოცხლო ენერგიით! 3. კოჭას სასმელი-მცირე რაოდენობით ახალი კოჭა (3-4სმ), გავაცალოთ კანი და წვრი- ლად დავჭრათ, დავასხათ 1 ლიტრი ცხელი წყალი, დავდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ 10 წუთით. გაციების შემდეგ დავუმატოთ დარიჩინი და ცოტა ასკილი. მიიღეთ დღის გან- მავლობაში 100-150 მს ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ნორმაში ჩადგება მომნელებე- ლი სისტემა, აქვს მატონიზირებელი და აღმდგენი ეფექტი. 4. ჭარხლის წვენი-გამოწურეთ წვენი ახალი ჭარხლისგან, ვაშლისგან და ნიახურისგან, შეურიეთ ერთმანეთს და მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი დღეში ორჯერ (დილით და სა- ღამოს) ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. 5. კიტრი და ნიახური-დაჭერით 1ც კიტრი და ნიახური, დაამატეთ 300 მლ წყალი და ეს სასმელი სვით მთელი დღის განმავლობაში, იდიალურია სამარხვო დღეებში. 54 8-ს მოსწონს 1-ს არა
|