x
image
t.x.
როგორ გავზარდოთ ჭკვიანი ბავშვი - რას გვირჩევენ შვედი მეცნიერები

image


ყველა მშიობელს სურს, რომ გაზარდოს წარმატებული შვილი, ისეთი, რომელიც შეძლებს ყველა მისი ოცნების განხორციელებას. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. არის ასეთი საშუალება, რომელიც ბავშვს ერთი საფეხურით წინ წასწევს.

არსებობდა მოსაზრება, რომ ბავშვები, რომლებიც იღებდნენ თევზის ქონის კაფსულებს, საგრძნობლად აუმჯობესებდნენ კითხვის უნარს სულ რაღაც სამ თვეში.

შვედეთის გოტენბერგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგძლივი კვლევა. მასში მონაწილეობდა 154 ბავშვი. კვლევა მიმდინარეობდა ომეგა 3 -ზე, რომელიც არის არანაჯერი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფი. პატარები დაყვეს ორ ჯგუფად. ერთ ჯგუფს აძლევდნენ დღეში სამ აბ თევზის ქონს, მეორე ჯგუფს კი პლაცებოს (პლაცებო - ნივთიერება სამკურნალო თვისებების გარეშე, რომელსაც წამლის საშუალების სახით იყენებენ. მკურნალობის დროს ექიმი არწმუნებს, რომ ის გამოჯანმრთელდება. ეს წამალი იმისთვისაა, რომ პაციენტმა ირწმუნოს საკუთარი გამოჯანმრთელების ფენომენი).


მკურნალობის შემდეგ ჩატარებული იქნა კომპიუტერიზებული ტესტირება კითხვის უნარის გასაზომად. მათ, ვინც იღებდა თევზის ქონს, 64%-ით გააუმჯობესეს აზროვნების უნარი და ხუთჯერ უფრო სწრაფად ახერხებდნენ არეული სიტყვების დალაგებას.

წამყვანი მკვლევარი დოქტორ მატდ ჯონსონი ამბობს: "ჩვენ ამ ეფექტით გაოცებულნი დავრჩით, აქამდე ეს არ ვიცოდით". მეცნიერებს ყოველთვის სჭირდებათ განმეორებითი კვლევები, რათა ერთხელ შემჩნეული დაამტკიცონ. დადებითი ეფექტი მაშინ დადასტურდა, როცა მეორე ჯგუფსაც, რომელსაც პლაცებოს აძლევდნენ მისცეს თევზის ქონი.

ბავშვები, რომლებიც ძლივს კითხულობენ სულ მალე ხდებიან მობილიზებულნი და ინტერესით ასრულებენ დავალებებს. იმ ბავშვებს, რომლებსაც აღენიშნებათ ქცევითი პრობლემები, სავარაუდოა, რომ მათ ექნებოდათ მოსმენის პრობლემაც.

კვლევს შედეგები გაეცნობა მასწავლებლებს საგანმანათლებლო კონფერენციაზე ამ თვის ბოლოს.

როგორ მივიღოთ "შერლოკის" მსგავსი სუპერ ჭკვიანი მეხსიერება 40 დღეში

მან შეჭამა თავისი ხორცი, ძვლები კი შეინახა


საშინელება თუ სილამაზის გამოვლინება, რატომ აძრობენ მამები შვილებს კბილებს

0
31400
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
31400
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0