ამოცანები იპოვით 9 ადამიანს? არც ისე ადვილია როგორც გეჩვენებათ 2017, 16 მარტი, 15:35 ერთი შეხედვით მოგეჩვენებათ, რომ უცქერთ მოხუცი კაცის სურათს, პროფილის მხრიდან, მაგრამ ეს ერთადერთი სახე როდია ამ სურათზე. სინამდვილეში აქ ნაჩვენებია ცხრა სხვადასხვა ადამიანი და შეგიძლიათ ამოძებნოთ ისინი. ამ სურათმა ბევრი ადამიანი ჩააგდო საგონებელში, რამდენადაც დაფარული სიმბოლოები ძნელი ამოსაცნობია. თუ დახმარება გჭირდებათ, ჩამოწიეთ ეკრანი და ყველა მათგანს იპოვით, მაგრამ გაწბილდებით კი, თუ როგორ ვერ დავინახეთ ისინი.
შემდეგი თავსატეხი მშვიდი ნათელი სურათია, რომელიც ზღვის ნაპირს ასახავს. იპოვეთ მასზე ოთხი დაფარული არსება(ცხოველი ან ფრინველი) ისე, რომ ხელი არ გაგექცეთ პასუხის სანახავად. სურათზე გვიხატია მელია, ანტილოპა, ღამურა და ფლამინგო. მხატვრები გვეუბნებიან, რომ მათ დასანახდ ანალიტიკური უნარია საჭირო, რომელსაც ბევრი ვერ ახერხებს. თქვენ რამდენი იპოვეთ? ვისაც უძილობა სტანჯავს ცხვრების დათვლა ამბობენ საუკეთესო საშუალებააო( 1 ცხვარი, 2ცხვარი და ა. შ. ), მაგრამ აქ რა დაგაძინებთ, თვალები კარგად უნდა გაახილოთ და ყურადღებით დააკვირდეთ სურათს. შემდეგი თავსატეხი სარეკლამო ფოტოზეა, აქ დამკვირვებლებს ევალებათ იპოვონ სურათზე დამალული ორი გოგონა. აფიშაზე, რომელიც დოქტორ არნოლდის მალამოს უკეთებს რეკლამას, დახატულია შეშფოთებული სამი გოგონა, რომლებმაც დაკარგეს ორი პატარა. ე. ი. სურათზე სულ ხუთი ბავშვი უნდა იყოს. ეს სურათი იმიტომაა შედარებით რთული, რომ ის შავ-თეთრია, მაგრამ თუ კარგად ჩააკვირდებით, ერთს უკანა პლანზე აღმოაჩენთ, მეორეს კი მტირალა გოგონას წინსაფარზე. შემდეგი ნახატზე ხუთი პატარა ბიჭუნაა, რომლებიც დამალობანას თამაშობენ, თუმცა ერთმა ყველას აჯობა და ვერავინ პოულობს. ახლა თქვენი ჯერია, ვებ გვერდზე, სადაც ეს სურათი იყო, პასუხები მეორე დღეს ჩნდება. აღმოჩნდა, რომ 95% ვერ პოულობს დამალულ პატარას. თქვენ იქნებ იმ დარჩენილ 5%-ს ეკუთვნით? რატომ არ უნდა სცადოთ? და აი დამალული პატარაც:
თავსატეხები, რომლებსაც მხოლოდ ერთეულები თუ უმკლავდებიან რაც არ ვიცოდით. საინტერესო ფაქტები ადამიანებზე როგორ მივიღოთ "შერლოკის" მსგავსი სუპერ ჭკვიანი მეხსიერება 40 დღეში
1990 3-ს მოსწონს
|