რელიგია საპატრიარქოს ტელევიზიის “ერთსულოვნების” ხელმძღვანელის დეკანოზ მიქაელ ფოფხაძის შთამბეჭდავი წარსული 2017, 16 მარტი, 11:02 ![]() აღსანიშნავია, რო ერისკაცობაში მიხეილ ფოფხაძე ცნობილი როკ-მუსიკოსი იყო, 70-იანი წლების დასაწყისში როკ-ჯგუფ „კვადრატში“ ვალერი კოჩაროვთან ერთად ჰარდ-როკს უკრავდა, შემდეგ იყო ანსამბლები 75 და "თეატრონი". ![]() ფოტოზე: მიშა ფოფხაძე უკანა პლანზე(ბას-გიტარა) ჯგუფ-75-ში ![]() მიხეილ ფოფხაძე ერთ-ერთი გასტორლების დროს აშშ-ში დარჩა, რამდენიმე წელიწადში იგი რადიოწამყვანად მოგვევლინა "ამერიკის ხმაში" ლუკა ბეთანელის ფსევდონიმით. შემდეგ კი მიხეილ ფოფხაძე მღვდალ ეკურთხა და რამდენიმე წელი აშშ-ში მართლმადიდებელ ეკლესიაში მოღვაწეობდა, შემდეგ დაბრუნდა საქართელოში და ამჟამად ქაშუეთის ტაძრის წინამძღოლია.ამასთანავე მას უკვე აქვს საპატრიარქოს ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილება. 290 7-ს მოსწონს 1-ს არა
|