ქალი და მამაკაცი იცით, როგორი კომპლიმენტები უყვართ მამაკაცებს? 2017, 15 მარტი, 15:17 ![]() მამაკაცებს ნამდვილად უყვართ კომპლიმენტების მიღება, თუმცა ამას ყოველთვის არ აღიარებენ. მათთვის შექება-ეს არის: მისი ღირსების გულწრფელი აღიარება, მისი უპი- რატესობის დადასტურება, მისი უნიკალურობის დამტკიცება და რაც მთავარია, ნიშანი იმისა, რომ მოგწონთ. ქალებს არასოდეს მობეზრდებათ მათი საოცარი ღიმილის, მშვენი- ერი თვალების, ლამაზი ტუჩების შესახებ ქათინაურების მოსმენა. სუსტი სქესისგან გან- სხვავებით, მამაკაცები ამგვარი კომპლიმენტების მიმართ გულგრილნი არიან. მათი აზ- რით, ლამაზი თმა ან სანდომიანი პროფილი ბუნებისა და მშობლების დამსახურებაა და აქ საამაყო არაფერია. მაგრამ თუ მათ კეთილშობილურ ქცევებს, არაჩვეულებრივ გონებ- რივსა და განსაკუთრებულ ფიზიკურ შესაძლებლობებს შეაქებთ, ამით გულწრფელად გაახარებთ. ამიტომ ხშირად გამოიყენეთ ასეთი ფრაზები: “მომწონს შენი მანერები", “მაოცებს შენი ფიზიკური შესაძლებლობები", “აღტაცებული ვარ შენი საზრიანობით". გახსოვდეთ, კომპლიმენტი გულწრყელად და ემოციურად უნდა ჟღერდეს. მამაკაცებს შექება ჰაერივით სჭირდებათ და უფრო ნასიამოვნები რჩებიან, თუ მათ სხვების თანდა- სწრებით აქებენ. 171 8-ს მოსწონს
|