თავის მოვლა დაივიწყე ცელულიტი. მალამო, რომელიც სამზარეულოში ყველას მოეპოვება 2017, 14 მარტი, 15:40
ასეთი უბრალო მალამოს განხილვისას, ის ირწმუნება, რომ "ფეხის მასაჟი თაფლით აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს ლიმფურ ნაკადს. სოდა კანს აქერცლავს, ხოლო თაფლი ამშვიდებს და ატენიანებს. "თაფლი არის ბუნებრივი გზა, რომელიც ასუფთავებს კანს და ხელს უშლის ცელულიტის გაჩენას ისე, რომ არ აბინძურებს ორგანიზმს ტოქსინებით და ქიმიური ნივთიერებებით, რომლებიც სხვა ბევრ კანის მოვლის საშუალებებშია". ნატალია გვასწავლის, თუ როგორ გავიკეთოთ ეს ნიღაბი სახლში: "აიღეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და ერთი ჩაის კოვზი საჭმელი სოდა, აურიეთ პატარა თასში, ან ასრისეთ ხელში(ეს შეგიძლიათ პირდაპირ სააბაზანოში გააკეთოთ დაბანის წინ), შემდეგ დაუმატეთ ძალიან ცოტა წყალი, რომ სისქე გაათხელოთ და ინტენსიურად დაიზილეთ ფეხები, მუცელი, ხელები 2 - 3 წუთის განმავლობაში, სანამ კანი არ შეგვიწითლდება. მერე წავისვათ მალამო ფეხებზე(შიდა მხარესაც და მთლიამად ბარძაყებზე) და 4 - 7 წუთის განმავლობაში ვუტყაპუნოთ ბარძაყები, თითქოს ტაშს ვუკრავთ". ნატალია გვარწმუნებს, რომ ეს საშუალება სისხლის მიმოქცევასაც აუმჯობესებს და ჩვენს ცელულიტიან ფეხებს ლამაზ შესახედაობას აძლევს. "ოღონდ გვაფრთხილებს, რომ ზედმეტად არ დავიზილოთ, რათა არ დავიზიანოთ კაპილარები".
წონის კლების საიდუმლო - ექსკლუზიური ნაწყვეტი ამელია ფრეერის წიგნიდან. დიეტა შეზღუდვების გარეშე 691 3-ს მოსწონს
|