სხვა რას გვთავაზობენ ბრენდები? - ეს დავიმსახურეთ? 2017, 13 მარტი, 23:10
როგორც აღმოჩნდა ვებგვერდზე ეს პროდუქტი აღარ იყო ხელმისაწვდომი, რომელიც ასე იყო თავიდან დასახელებული - "ულტრასექსუალური პატარა მდგრადი მაისური", რომელიც სიფრიფანა მასალისგან იყო შეკერილი თხელი ზონრებით მხრებზე. იმის მიუხედავად, რომ ეს თეთრი მაისური ძალიან მოკლეა და გამჭვირვალე, ყველას ერთ კითხვა ებადება როგორ იქნება ის მდგრადი? ალანა ოკუნმა ეს მოდელი თავის ტვიტერზე გააზიარა და სულ მალე 500 მოწონება დააგროვა. ხალხი დაინტერესდა რატომაა ზემოთ აწეული და საერთოდ რისთვის იყიდება? ზოგი ხუმრობდა რომ ეს გლობალური დათბობისას გამოდგებოდა, ზოგი კი უჩინმაჩინის მაისურს ეძახდა. "ალბათ "ტოპ"-მა დაინახა, რომ ასე პოპულარულია და გაქრა ვებ გვერდიდან". მიკრო-კულტურა შეიქმნა Out From Under - ის მიერ, რომელიც Urban Outfitters - ის ექსკლუზივად გვევლინება. მათი გვერდის თანახმად მაისური ხაზს უსვამს უდარდელობას, მოძრაობის თავისუფლებას. ჩასაცმელია ტანსაცმლის ქვეშ და მომხიბლავი ულტრა-ქალური ფორმისაა. "ალტერნატიული, მკვეთრი და ქუჩური, ასეთად იგრძნობთ თავს ამ სამოსში". ალანამ, რომელმაც ხალხის ყურადღება მიიქცია, შეადგინა კითხვების სია ამ პროდუქციაზე: "რატომ"? "იცის თუ არა Urban Outfitters -მა რა არის შეფურთხება"? "რა სიტუაციაში შეიძლება მისი ტარება"? ალანამ მომხმარებელსაც დაუსვა კითხვა: "რატომ დავიმსახურეთ ეს შეთავაზება"? Urban Outfitters-მა კითხვებს არ უპასუხა. აბბი კლენსის ვნებიანი ფოტოსესია - ცოტა რამ მოდელის შესახებ "იისფერი რენესანსი"- ფლორენციის ახალი სუპერსტადიონი 103 6-ს მოსწონს
|