ტენდენციები სტილის გაკვეთილები მსოფლიოს საუკეთესო მოდელებისგან! 2017, 14 მარტი, 8:24 ![]() 1. უპირატესობა მიანიჭეთ სადა სტილს- სუპერმოდელები გადაღებებისა და პოდიუმის გარეთ, ყოველდღიურად, ჯინსებსა და მაისურებში გამოწყობილნი გვხვდებიან. ![]() ![]() 3. სუპერმოდელების საუკეთესო "მეგობრები" კედები და ბოტასები არიან- უკვე დიდი ხანია, რაც 13 სანტიმეტრიანი ქუსლები, მოდელებისთვის სილამაზედ აღარ ითვლება. ისინი კომფორტულ და ადვილად სასიარულო ფეხსაცმელს ანიჭებენ უპირატესობას. კედები და ბოტასები შეგიძლიათ შარვალთან ან კაბასთანაც ჩაიცვათ. ![]() 4. მათი სტილის კიდევ ერთი სავალდებულო კომპონენტი ტყავის ქურთუკია - ტყავის ქურთუკი არასოდეს არ არის ზედმეტი. აირჩიეთ ნებისმიერი ფერისა და სტილის. რაც უფრო მეტი ტყავის ქურთუკი გაქვთ გარდერობში, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ 5 წუთში შეიქმნით თანამედროვე იმიჯს. მის ქვეშ შეგიძლიათ ნებისმიერი რამ ჩაიცვათ, იქნება ეს უბრალო თეთრი მაისური თუ კლასიკური კაბა. ![]() 5. არ შეგეშინდეთ თავისუფალი სტილის ტანსაცმლის არჩევის- მიზანმიმართულად დიდი ზომის სამოსის შეძენა კარგი ვარიაციაა მათთვის, ვინც სტილსა და კომფორტს არის მიჩვეული. თქვენ საყვარელ ჯინსზე ჩაიცვით თავისუფალი სტილის ზედა, უკეთესი იქნება თუ რაიმე სამკაულსაც გაიკეთებთ. ![]() ![]() 6. მოძებნეთ თქვენთვის იდეალური ჯინსი - თანამედროვე სუპერმოდელების საყავრელი ატრიბუტია- ჯინსი. ისინი ძირითადად, მაღალწელიან ჯინსებს ანიჭებენ უპირატესობას. ამგვარი შარვალი მათი სხეულის ფორმებს კიდევ უფრო გამოკვეთს და მიმზიდველს ხდის. ასევე ხშირად იცვამენ "ბოიფრენდის" სტილის ჯინსებს. ![]() ![]() 7. ჩაიცვით მამაკაცური სტილის სამოსი- მამაკაცის ზედა, ჰალსტუხი, "უხეში" ფეხსაცმელი თქვენ თავდაჯერებულობას შეგმატებთ. ამგავრი შეხამება ხაზს უსვამს თქვენს ძლიერ ხასიათს და ამავდროულად თქვენს ქალურობასთან ქმნის ბალანსს. ![]() 8. გამოიყენეთ ძნელად შესამჩნევი მაკიაჟი- როდესაც მოდელები პოდიუმზე არ დგანან, მსუბუქ მაკიაჟს იკეთებენ. ეცადეთ, შეინარჩუნოთ ბუნებრიობა და მაკიაჟისთვის მინიმალური საშუალებები გამოიყენოთ. კარგი მაკიაჟი ხომ მხოლოდ ის არის, რომელიც ძნელად შესამჩნევია. ![]() ![]() 9. სტილის სრულყოფილებისთვის მზის სათვალე გამოიყენეთ- მზიან ამინდში იგი შეუცვლელი დამცავია. ის შეავსებს თქვენს იმიჯს და გლამურულ იერს შეგძენთ. მთავარია აირჩიოთ ჩარჩო, რომელიც თქვენი სახის ფორმას უხდება. ![]() ![]() 10. სხეულის ლამაზი ნაწილები კაბისა და აქსესუარების დახმარებით გამოკვეთეთ- ლამაზი საყურე, ნაზი ყელსაბამი ან მოდური ჩანთა, თქვენს დახვეწილობასა და მოდურობას გაუსვამს ხაზსს. წვეულებაზე წასასვლელად ღრმა დეკოლტეანი კაბა ან შეხსნილი ბოლოკაბა აირჩიეთ. ![]() ![]() იხილეთ აგრეთვე: მაკიაჟის 10 ხრიკი, რომელიც 2017 წელს აღარ არის მოდაში! 10 ვარცხნილობა, რომელიც მინიმუმ 5 წელს მოგაკლებთ! 10 შეცდომა, რომელსაც თმის მოვლისას ვუშვებთ 286 5-ს მოსწონს
|