x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ჩვევები, რომლითაც სპობთ საკუთარ ჯანმრთელობას. შეწყვიტეთ!
ჩვევა რჯულზე უარესიაო ტყუილად როდი უთქვამთ, ის მართლაც რომ ძნელად მოსაშორებელი დამოკიდებულებაა, თუმცა იმის გააზრებაც ძნელია ალბათ, რომ ამ ჩვევებს შეუძლიათ თქვენს ჯანმრთელობას ზიანი მოუტანოს. ერთ-ერთმა სოციაულური ქსელის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა აეკინძა ეს მავნებლები და სტატიის სახით მოეცა ჩვენთვის გაფრთხილება, რომელიც თქვენთვის ვთარგმნე და ეხლავე გაგიმხელთ.



1. ცემინების შეკავება. image
კარგად ვიცით, რომ ცემინება ჩვენი სხეულის თავდაცვითი ერთ-ერთი აუცილებელი სისტემაა. ბევრ თქვენგანს ახასიათებს ალბათ საზოგადოების წინაშე თუ ზოგადად- ცემინების შეკავება, რაც ხელს უწყობს ინტრაკრანიალური წნევის ზრდას, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევას, სისხლძარღვების შეკუმშვასა და ნერვული ქსოვილების დაზიანებას. რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს თავის ტკივილსა და სმენის დაქვეითებასა, ამიტომ ნუ შეიკავებთ, აცემინეთ რამდენიც გინდათ.





2. სუნამოსა და პარფიუმერული წყლის გამოყენება. image
სამწუხაროდ არაა ცნობილი თქვენი საყვარელი სუნამო, რომელსაც ალბათ ყოველდღიურად მოიხმართ, თუ რისგანაა დამზადებული, მწარმოებლები ამას საიდუმლოდ ინახავენ, თუმცა ცხადია, იმისათვის რომ სტაბილური და მდიდარი არომატი შეინარჩუნონ, იყენებენ სინთეზურ ნივთიერებებს, რომელთა ღირებულება ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ბუნებრივი ეთერზეთებისა. ამიტომ ასეთი სუსნამოები გამოიწვევენ თავბრუსხვევას, გულისრევას, ძილიანობასა და თვალების, ყელისა და კანის გაღიზიანებას. ექიმები მოგვიწოდებენ, რომ გამოვიყენოთ ორგანულ ეთერზეთებზე დამზადებული სუნამო, ან გამოვიყენოთ უხარისხო მხოლოდ კარგად ვენტილირებად ფართობზე ყოფნის შემთხვევაში.





3. საკვების შენახვა პლასტმასის კონტეინერში. image
პლასტმასის კონტეინერები მზადდება ხელოვნური ქიმიკატებისგან, რომელთაც ფტალატი და ბისფენოლი ემატებათ იმისათვის, რომ ჭურჭელი გახდეს უფრო დრეკადი. მასში საკვების მოთავსებისთანავე საკვებიდან შეიწოვება ეს ნივთიერებები და შემდეგ ხვდება ჩვენს ორგანიზმში, რაც ენდოკრინულ დარღვევებს იწვევს. ამიტომ მოგიწოდებთ ნუ გამოიყენებთ მსგავს ჭურჭელს ნურც მაცივარში საკვების შესანახად და ნურც ღუმელში გასათბობად, გამოიყენეთ მხოლოდ და მხოლოდ მინის, კერამიკის და უჟანგავი ფოლადის ჭურჭელი.






4. კბილების გახეხვა ჭამის დასრულებისთანავე. image
სტომატოლოგები ყოველთვის მოგვიწოდებენ, რომ უმჯობესია კბილებს თუ არ გავიხეხავთ ჭამის დასრულებისთანავე, მხოლოდ ჭამიდან ერთი საათის გასვლის შემდეგ, რადგან ზოგიერთი საკვები მაღალი მჟავე და ტუტე შემადგენლობისაა და მანამ, სანამ მოხდება მათი თავისთავად მოცილება კბილის მინანქრიდან (ემალი), გახეხვის პროცესში კბილის ჯაგრისის მეშვეობით მათ დენტინამდე (კბილის მაგარი ქსოვილი) მივიტანთ, რაც გამოიწვევს მინანქრის განადგურებასა და ჰიპერმგრძნობელობას.



5. ანტიბაქტერიული საპნის ხშირი გამოყენება. image
კანის ზედაპირზე უამრავი ბაქტერია გვაქვს, რომელთაც ორგანიზმის დამცველობითი ფუნქცია გააჩნიათ. ანტიბაქტერიული საპნის ხშირი მოხმარებით ჩვენ სტერილიზაციას ვუკეთებთ ამ ბაქტერიებს და კარს ვუხსნით მავნე ბაქტერიებს. დერმატოლოგები მოგვიწოდებენ, რომ ანტიბაქტერიული საპნით დაბანა მხოლოდ კვირაში ორჯერაა დასაშვები.




6. ვიწრო ჯინსები. image
მიუხედავად იმისა, რომ მოდაშია ვიწრო ჯინსები, ის ახდენს ზეწოლას ჩვენს კანსა და ნერვულ დაბოლოებებზე. იმატებს დისკომფორტის შეგრძნება, ხდება ფეხების დაბუჟება, კანის ქავილი და ორგანიზმში ჟანგბადის ცირკულაციის დარღვევა.




7. ახლად გამოწურული წვენების ხშირი მიღება. image
ბევრ თქვენგანს ალბათ დღემდე ჰგონია, რომ ახლად გამოწურული ხილის წვენების ხშირი მიღება სასარგებლოა, თუმცა ეს ასე არ არის. გარკვეულ წვენებს, გარკვეული დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ. მაგალითად: მჟავე წვენებს (ვაშლი, ლიმონი, ალუბალი, შტოში და ა.შ) შეუძლიათ წყლულის გამოწვევა; ყურძნის წვენი კი გლკოზას შემცველობის გამო მაღალკალორიულია და არაა რეკომენდებული დიაბეტისა და დიეტის დროს, ის ასევე ხელს უწყობს წონაში მატებას. უნდა გვახსოვდეს, რომ წვენები ძლიერი ალერგენებია და ბავშვებს ის დიდი სიფრთხილით და დოზირებით უნდა მივცეთ.


4
633
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
633
  
2017, 14 მარტი, 17:52
მადლობა გუჯა. რაც ეს საიტი ჭედავს, გაზიარების ფუნქციაც სულ დამავიწყდა, რომ არსებობს.
2017, 14 მარტი, 17:25
საინტერესოა, მომეწონა და ვაზიარებ ...
2017, 14 მარტი, 13:24
:)))) ასე თუ ქნა ყოველ დღე, კი გახდება და მერე ჩაეტევა და ეგ არის :))
2017, 14 მარტი, 10:36
მე-6 სურათზე რომ ქალია ძალიან შემეცოდა)))
0 1 4