სხვა მომაკვდინებელი შხამების (მათ შორის, ციანიდს) შემცველი საკვები პროდუქტები 2017, 14 მარტი, 13:48 პრაქტიკულად, ყოველ დღე ჩვენ საკვებად მოვიხმართ მცენარეულ პროდუქტს, რომელიც მომაკვდინებელ შხამებს შეიცავს. ბევრი ჩვენგანი თვლის, რომ ხილი და ბოსტნეული ძალიან სასარგებლოა და წარმოდგენაც არა გვაქვს, იმ ფარულ საშიშროებაზე, რომელიც ამ პროდუქტებიდან მოდის. რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში, სანერვიულო არაფერია, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანების მიერ შხამის შემცველი ნაყოფის მიღება, ფატალურად დასრულდა. აქ წარმოგიდგენთ ხილს და ბოსტნეულს, რომლებსაც განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. ვაშლი. ვაშლის თესლი ვაშლის კურკები, ისევე როგორც ალუბალი და ნუში, მცირე რაოდენობით ციანიდს შეიცავს. თუმცა, იმისთვის, რომ მოწამვლის სიმპტომები გამოვლინდეს, დიდი რაოდენობის კურკის მიღება არის საჭირო. კენკრა და ხილი. კურკა ალუბლის, გარგრის, ატმის და ქლიავის კურკები ციანიდს შეიცავს. ორგანიზმში კურკის შიგთავსის მოხვედრის შემთხვევაში, წყალბადის ციანიდიც (HCN) ხვდება. ეს კი ძლიერი მომწამვლავი ნივთიერება არის. სატაცური სატაცური – არის ბოსტნეული, რომელის ნაყოფი შხამს შეიცავს. საქმე იმაშია, რომ ბოსტნეული – როგორც წესი, არის მცენარის რომელიმე ნაწილი – ფოთოლი, ღერო ან ფესვი. პომიდორი. მწვანე პომიდორი მცენარის ფოთლები და ღერო ნივთიერებას, ე. წ. «გლიკოალკალოიდს» შეიცავს, რომელსაც შეუძლია ნერვული აშლილობის, თავის ტკივილის და ფაღარათის გამოწვევა. ამ ნივთიერების გარკვეული რაოდენობა მწვანე პომიდორშიც არის. მაგრამ, ჩვეულებრივ, მცირე რაოდენობით. მწვანე კარტოფილი კარტოფილი ყველაზე გავრცელებული ბოსტნეულია დედამიწაზე. ისევე როგორც პომიდორი, კარტოფილის ფოთლები და ღეროები «გლიკოალკალოიდს» შეიცავს. თვითონ ბოლქვები კი მავნებელი არ არის, თუ მწვანე შეფერილობის ან გაღიებული არ არის. ნუში ნუში მშრალი ნაყოფია და არა თხილეული, როგორც ბევრს ჰგონია. მას უნიკალური გემო აქვს და ძალიან პოპულარული პროდუქტია დესერტის და სხვა სახის კერძების მომზადებისას. აკაჟუ (თხილი კეშიუ) კეშიუ სინამდვილეში თხილი არ არის. ის არის თესლი, რომელიც ნაყოფში ანუ კეშიუს «ვაშლში» იზრდება. მუსკატის კაკალი მუსკატის კაკალი შეიცავს ფსიქოაქტიურ ნივთიერებას – მირისტიცინს. ამ ნივთიერების დიდი რაოდენობით მიღებამ, შეიძლება ღებინება, ოფლიანობა, თავბრუ, ჰალუცინაციები და თავის ტკივილი გამოიწვიოს. 809 8-ს მოსწონს
|