საზოგადოება 18 წლის ბავშვების ბერად აღკვეცას ხელს ნუ უწყობთ!- პეტრე კოლხის მორიგი ემოციური პოსტი 2017, 12 მარტი, 22:20 სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზს მამა პეტრე კვარაცხელიას, იგივე პეტრე კოლხს არა მარტო საკუთარი მრევლი, არამედ სრულიად საქართველო იცნობს როგორც ყველაზე არაორდინალურად მოაზროვნე მამაო, რომელიც საკუთარ მოსაზრებებს სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებზე გულღიად, facebook–ის საკუთარ გვერდზე საჯაროდ გვიზიარებს. სულ რაღაც ერთი საათის წინ მამა პეტრემ მორიგი პოსტი დადო, სადაც 18 წლის ბავშვების ბერად აღკვეცის წინააღმდეგობას გამოხატავს გარკვეული მიზეზების გამო. პოსტს მოყვა მრავალი მიმოწერა, სადაც უმეტესობა ეთანხმება მამაოს მოსაზრებას, მცირე ნაწილი კი არ ეთანხმება. მამა პეტრე ამბობს, რომ აქვს ამის მტკიცე საბაბი და ჯერ–ჯერობით თავს იკავებს, მაგრამ ალბათ მალე ფაქტებსაც დადებს ამაზე, ზოგადად კი მოწინავე მოზროვნეებს უნმარტავს, რომ ვინაიდან "ზოგს მთელი ცხოვრება მიყვება განუვითარებელი ფსიქიკა..." მხოლოდ ეს მიზეზიც კმარა!
გთავაზობთ უცვლელად მამა პეტრეს პოსტს: "გთხოვთ, უმორჩილესად გთხოვთ, 18 წლის ბავშვების ბერად აღკვეცას ხელს ნუ უწყობთ. ჩვენი ერის დეგრადირება სწორედ აქედან იწყება... ქვეყანა ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ კრიზისს ადვილად გადაიტანს... ჩამოუყალიბებელი ახალგაზრდების გაუაზრებელი ნაბიჯები მთელი ცხოვრება დაგვიჯდება... ვიტყვი იმასაც, რომ მონასტრული ცხოვრების წინააღმდეგი არასდროს ვყოფილვარ. პირიქით, ჩემი ყველაზე დიდი და სანუკვარი მიზანია, მაგრამ ჩემს გვერდით მყოფი “აღკვეცილებისგან" არ მინდა მესმოდეს-“ხსნა ყველგან არის, მაგრამ გზა ხსნისა ასეთი მერგო მე უბედურსა"... ბერობა კი უბედურება ნამდვილად არ არის და გთხოვთ, უმორჩილესად გთხოვთ, ნურავის გავაუბედურებთ..."- წერს მამა პეტრე კოლხი. 173 17-ს მოსწონს
|