თავის მოვლა ოთხი პროდუქტი სილამაზისთვის, ეს უნდა იცოდეთ! 2017, 10 მარტი, 15:18 რას წარმოადგენს საუზმე, სადილი და ვახშამი, რომლებსაც მივირთმევთ? ფაქტობრივად პროდუქტებს, რომლებიც ხელთ გვაქვს, პლუს საკუთარი კულინარიული მიდრეკილებები იშვიათ შემთხვევაში კი ყველაფერ ამას დამატებული ექიმის რჩევები კვებასთან დაკავში- რებით. საკუთარი მიდრეკილებებიდან და ჯანმრთელობიდან გამომდინარე, საკვები შეი- ძლება იყოს კალორიული, მსუყე ან პირიქით, მსუბუქი და ვეგეტარიანული. მიუხედავად იმისა, თუ როგორ საჭმელს ანიჭებთ უპირატესობას, გირჩევთ, რაციონს შემდეგი პროდუ- ქტები დაამატოთ, რომლებიც ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და სილამაზის შესანარჩუნებლად. შავი მოცვი-მდიდარია უჯრედისით, შაქარს კი მინიმალური რაოდენობით შეიცავს.შა- ვი მოცვის რეგულარული მიღების შემთხვევაში უმჯობესდება მხედველობა, აზროვნება, მეხსიერება. ტრადიციული ტკბილი დესერტი შავი მოცვით შეცვალეთ. შეგიძლიათ მას ნაღებიც დაუმატოთ. შვრია-ქარვის მჟავის, უჯრედისის და ცილების არაჩვეულებრივი საბადოა. შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ფაფის სახით, ასევე გამოიყენოთ სალათებშიც. კომბოსტო-თითქოსდა ვიზუალურად არამიმზიდველი კომბოსტო, ნამდვილი საგანძუ- რია სასარგებლო ნივთიერებების, C ვიტამინისა და უჯრედისის შემცველობის თვალსა- ზრისით. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნივთიერებების წყალობით, კომბოსტო კიბოს პროფილაქტიკისთვის კარგი საშუალებაა. სარდინები-დაკონსერვებული სარდინები იაფია, ხელმისაწვდომი და თანაც მომზადება არ სჭირდება. მათი მთავარი პლუსი კი ისაა, რომ დიდი რაოდენობით ცხიმოვან მჟავა ომეგა 3-ს შეიცავს, რომელსაც სილამაზის მჟავას უწოდებენ. თუ სარდინების რბილ ძვ- ლებსაც მიირთმევთ, ორგანიზმს კალციუმითა და ცილებით უხვად მოამარაგებთ. ეს კი სილამაზისა და მომხიბვლელობისთვის ნამდვილად შესანიშნავია. 240 8-ს მოსწონს
|