შოუბიზნესი "დაცემა ადვილია, ფეხზე დგომაა ძნელი"-მაია ასათიანის ემოციური პოსტი 2017, 9 მარტი, 23:07 ჟურნალისტი მაია ასათიანი სოციალუქ ქსელშიი ემოციურ პოსტს აქვეყნებს: "დაცემა ადვილია, ფეხზე დგომაა ძნელი! ეს ჩემმა მასწავლებელმა, ოთარ შაორშაძემ მითხრა, ერთადერ 18 წლის შვილს რომ კრძალავდა იმ დღეს! 20 წლის წინ იყო ეს... ჰოდა დაცემა ადვილია- მე არ მიყვარს ადვილი გამოწვევები". შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს მაია ასათიანის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე საფრანგეთის საავადმყოფოში მენინგოკოკური ინფექციით გარდაიცვალა. გოგონა 18 წლის გახლდათ, საფრანგეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდა სწავლობდა და პარალელურად მუშაობდა კიდეც. მეგობრები ნუას ყველაზე მეგობრულ, უშუალო და მომღიმარ გოგონად ახასიათებენ. მაია ასათიანი ქალიშვილს ეკრანებსა და გაზეთებში არ აჩენდა, სურდა ნუცას თავად დაემკვიდრებინა თავი. "ნებისმიერმა ადამიანმა თავისი სახელი თვითონ უნდა მოიხვეჭოს, სხვის ჩრდილქვეშ ცხოვრება რთულია, მგონია რომ ხელისშემშლელი იქნება მისთვის. არ მიყვარს ბავშვის ზედმეტად გატუტუცება ჩემი პოპულარობით. ნუცას გეგმები აქვს, მაგრამ ჟურნალისტობას არ აპირებს, რადგან ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი თანმდევი პროფესიაა, მამაც ტელერეჟისორი ყავს, ჩემი ყველა მეგობარი ტელევიზიის თანამშრომელია და ეს მისთვის იმდენად ჩვეული გარემოა, რომ ჟურნალისტობას არ აპირებს. არც მე არ მინდა, რომ ჟურნალისტი იყოს"-განაცხადა მაიამ ერთ-ერთ ინტერვიუში. "მთელი უნივერსიტეტი ტიროდა თურმე ნუცას, ეზოში დაიდგმება მისი სახელობის ნატვრის ხე და სტუდენტები მიიღებენ მისი სახელობის დაფინანსებას"-ნანუკა ჟორჟოლიანი . მაია ასათიანის ქალიშვილი გარდაიცვალა (ცოტა რამ ნუცას შესახებ) რატომ მალავს მაია ასათიანი ქალიშვილს?! ვინ არის და როგორ გამოიყურება ნუცა მახვილაძე (+ფოტოები) ვინ არის და რას საქმიანობს მაია ასათიანის ყოფილი ქმარი ირაკლი მახვილაძე 231 2-ს მოსწონს
|