საბუნებისმეტყველო როგორ მივიღოთ "შერლოკის" მსგავსი სუპერ ჭკვიანი მეხსიერება 40 დღეში 2017, 9 მარტი, 16:57 კვლევები გვიჩვენებს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს განუსაზღვრელი მახსოვრობის უნარი ტვინის სულ უბრალო ვარჯიშის შემდეგ. შედეგები აჩვენებს, რომ ჩვეულებრივ, რიგით ადამიანსაც შეიძლება ჰქონდეს ისეთივე მახსოვრობის უნარი, როგორიც სხვა გამორჩეულთ აქვთ, მაგ: როგორც შერლოკს. ეს ნიშნავს, რომ იოლად დავიმახსოვროთ ცხრილი თავისი სიტყვებით. და ეს შესაძლებელია, გვიმტკიცებენ მეცნიერები. 40 დღის განმავლობაში, ყოველდღე 30 წუთი ვარჯიშის შემდეგ მეხსიერების უნარი ორმაგდება. მათ ვისაც ვარჯიშის დასაწყისში შეეძლოთ 26 სიტყვის დასწავლა, ბოლოს 62-ს იმახსოვრებდნენ გვაუწყებენ "Neuron"- ის მკვლევარები. ვარჯიშიდან ოთხი თვის გასვლის შემდეგ, მეხსიერების უნარი არ შეცვლილა, ისევ მაღალი დარჩა. სკანირებამ გვიჩვენა, რომ ვარჯიშის შედეგად შეიცვალა ტვინის ფუნქცია. რადბოუდის უნივერსიტეტის სამედიცინო კოგნიტური ნეირომეცნიერებების კვლევის ავტორი, დოცენტი მარტინ დრესლერი აწარმოებს კვლევას ამ საკითხზე. ის ამტკიცებს, რომ ყველას შეუძლია არამარტო შეცვალოს თავისი შესაძლებლობები, არამედ გაუტოლდეს კიდეც მათ, ვისაც დამახსოვრების სპორტსმენული უნარი აქვს. დოქტორმა დრესლერმა გამოიკვლია 23 ადამიანი დამახსოვრების სპორტსმენული უნარით და 23 ჩვეულებრივი ხანშიშესული. კვლევისას ამოწმებდა ტვინის ზომებს და დაასკვნა, რომ ტვინის ზომებს შორის სხვაობა არ არის. განსხვავებული ტვინით არავინ იბადება. ზოგი გამუდმებით, თვეობითა და წლობით ავარჯიშებს გონებას, ზოგი კი არა. ამ კვლევაში დრესლერმა გამოიყენა ის მეთოდი, რომელიც ჰოლმსის საიდუმლოდ არის ცნობილი. იმისათვის, რომ გონება გავავარჯიშოთ, უნდა შევარჩიოთ ჩვენთვის ნაცნობი ადგილი, მაგ: სასადილო ოთახი. საჭიროა, რომ ეს ადგილი გვახსოვდეს ზედმიწევნით კარგად. თუ გვინდა, დავიხსომოთ საყიდლების სია, წარმოვიდგინოთ სად განვალაგებთ ნაყიდ საგნებს. სიაში ყველა ელემენტი ასოცირდება გარკვეულ ადგილთან. როცა თავში "გამოვიძახებთ" ჩვენს სიას, გონებაში გადავადგილდებით ოთახში და გვახსენდება ყველა ნივთი. გამოსაკვლევი ადამიანები მეცნიერებმა დაყვეს სამ ჯგუფად. 1) კარგი მეხსიერების, 2) ჩვეულებრივი რიგითი ადამიანები და 3) ისიც ჩვეულებრივი მეხსიერების. 1 და 2 ჯგუფს უტარდებოდათ გონების სავარჯიშოები. მესამეს არა. გარდა ამისა სკანირებით იკვლევდნენ სამივე ჯგუფის ტვინს ვარჯიშამდე და შემდეგ. მათ, ვინც ვარჯიშობდნენ, საგრძნობლად გააუმჯობესეს მახსოვრობის უნარი. ვინც ვარჯიშობდა შეძლეს 35-და 26-30 სიტყვის დამახსოვრება, ვინც მცირე დროით ივარჯიშა, მხოლოდ 11, ვინც სულ არა-7. დრესლერი ასკვნის, რომ მუდმივი მეცადინეობით შესაძლებელია მაქსიმალური შედეგის მიღწევა. დოქტორი დრესლერი და მისი გუნდი კვლავ აგრძელებენ აღნიშნულ საკითხზე მუშაობას. რატომ დააპატიმრა პოლიციამ თითქმის შიშველი პრეზიდენტობის კანდიდატი (+18 ფოტოები) რატომ ვერ მიიღო მეუღლისგან საჩუქარი ნინო კუზანოვა - ნადირაძემ "მე ძალიან მიყვარს საშინელებათა ფილმები" - რა შთაგონებას იწვევენ ისინი (+18) 5193 4-ს მოსწონს
|