x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138533
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512213
რატომ ვერ მიიღო მეუღლისგან საჩუქარი ნინო კუზანოვა - ნადირაძემ
image
ნინო კუზანოვა-ნადირაძეს ქართველ პოპულარულ ქალბატონებს შორის ერთ-ერთი საპატიო ადგილი უჭირავს. მომხიბლავი ლამაზმანი გამოირჩევა საუკეთესო გემოვნებით, კარგი ხასიათით და კაცთმოყვარეობით. ამავე დროს არის საოცრად ნაზი და ქალური. ის შესანიშნავი მეუღლე და კარგი დედაა.

ნინო ორ შვილს ზრდის ბაიას და ივას. მისი ქალიშვილი ბაია კუზანოვა გვიმხელს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი დედა არ არის, ნინოს სიტყვა ყოველთვის კანონია და ერთხელ ნათქვამს არ გადაუხვევს. შვილებს დამოუკიდებელ ცხოვრებას აჩვევს. მიუხედავად იმისა, რომ კუზანოვების ოჯახი გამორჩეულია და ცოლ-ქმარსაც საუკეთესო ურთიერთობა აქვს, ქალები (ნინო და ბაია) აღნიშნავენ, რომ გუგას არ ესმის რად უნდათ ამდენი ტანსაცმელი და როგორ შეიძლება მასში ამდენი ფულის დახარჯვა.image
ოჯახის უფროსს არ უყვარს ზოგიერთი დღესასწაულის აღნიშვნა. სოციალურ ქსელში ნინო წერს, რომ "გუგა კატეგორიულად არ ცნობს აღნიშნულ დღესასწაულს", ამიტომ რვა მარტი თვითონ მიულოცა თავის თავს და ულამაზესი კაბაც შეიძინა, სარკეშიც იკეკლუცა, სელფიც გადაიღო და როგორც სხვა სამოსში, აქაც საოცრად მომხიბვლელია.

აქვე ღიმილაკებით აღნიშნავს ფემინისტი მაინც არ გავხდებიო, ან კი რა გასაკვირია, როცა მშვენირი მეუღლე ჰყავს, თვითონაც პროფესიით ექიმია და ოჯახშიც უუფლებობას არ უჩივის. (გუგას რა თქმა უნდა რვა მარტის არ აღიარება ეპატიება).image

ნინომ და გუგამ ერთმანეთი 1993 წელს ზღვაზე გაიცნეს და მალევე დაქორწინდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჰოროსკოპით ერთმანეთს ვერ ეწყობიან, და ისეც წვრილმანებზე კამათობენ, მაინც საუკეთესო წყვილად რჩებიან.


მშვენიერი ქალბატონის ოცნება კი მოწესრიგებული ქვეყანა და გაგრაში საკუთარი პენსიით დასვენებაა.image







ქალი, რომელსაც ხუთი ქმარი ჰყავს ერთად და ერთი ბავშვი, რომელიც არ იცის ვისია



რაც არ ვიცოდით. საინტერესო ფაქტები ადამიანებზე


"ვამპირთა თაობა" - გაფრთხილება მშობლებს: მომავლის სენი, რომელსაც მობილური ტელეფონი და კომპიუტერი იწვევს

0
430
1-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
430
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0