თავის მოვლა ნიღაბი, რომელიც აკნესგან განკურნებაში დაგეხმარებათ 2017, 8 მარტი, 18:24 შვრიის ფანტელი არამარტო საკვები, არამედ სამკურნალო საშუალებაცაა. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით თუთიას, რაც უზრუზნველყოფს კანის გაწმენდასა და გაჯანსაღებას. ამასთანავე, შეიცავს: იოდს, ფტორს, A და E ვიტამინებს. მას ხშირად ორგანიზმის გასაწმენდად იყენებენ, თუმცა არანაკლებ ეფექტურია მისი გამოყენება სახის კანის მოსავლელად. ვაშლი შეიცავს დიდი რაოდენობით რკინასა და E ვიტამინს. იგი აფერხებს ნაოჭების განვითარებას. გახეხილი ვაშლი ატენიანებს და აღადგენს კანის სტრუქტურას. გთავაზობთ ნიღაბს, რომელიც კანიდან მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს. აკნესგან დატოვილ ლაქებს, დაუბრუნებს კანს ჯანსაღ ფერსა და ცოცხალ იერს. სანამ ნიღბის მომზადებას შეუდგებით, სახე მსუბუქი დასაბანი საშუალებით უნდა დაიბანოთ და ხელსახოცით შეიმშრალოთ. ნიღბის მომზადების წესი კი ასეთია: 1. ავიღოთ პატარა ზომის ჯამი, ჩავყაროთ ნახევარი სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი. დავასხათ 5-6 სუფრის კოვზი წყალი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. როდესაც ჯამში ერთგვარი ფაფისებური მასა გვექნება, გადმოვდგათ ცეცხლიდან და დაველოდოთ მის შეგრილებას. მიღებული კონსისტენცია არ უნდა გაცივდეს. 2. ავიღოთ ვაშლის მომცრო ნაჭერი, გავაცალოთ კანი და წვრილ სახეხზე გავხეხოთ. როდესაც შვრიის ფაფა უდნავ შეგრილდება, დავუმატოთ გახეხილი ვაშლი და ამოვურიოთ. ნიღაბი დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ შეშრობამდე (დაახლოებით 20-30 წუთი). ჩამოიბანეთ თბილი წყლითა და ბამბის ტამპონის დახმარებით. სასურველია, მკვებავი კრემის წასმა, რათა კანი არ გამოშრეს. ეს ნიღაბი კვირაში მხოლოდ ორჯერ გაიკეთეთ, შედეგს პირველივე ჯერზე დაინახავთ. იხილეთ აგრეთვე: ყურძნის წიპწების ზეთი-ნებისმიერი დამატენიანებელი, სამკურნალო და მკვებავი კრემის ნაცვლად! ჟელატინისა და აქტივირებული ნახშირის ნიღაბი სახის კანისთვის თავის მოვლის 10 მარტივი ხრიკი, რომელზეც აქამდე არაფერი იცოდით! 1252 4-ს მოსწონს
|