თავის მოვლა ნიღაბი, რომელიც აკნესგან განკურნებაში დაგეხმარებათ 2017, 8 მარტი, 18:24 ![]() სანამ ნიღბის მომზადებას შეუდგებით, სახე მსუბუქი დასაბანი საშუალებით უნდა დაიბანოთ და ხელსახოცით შეიმშრალოთ. ნიღბის მომზადების წესი კი ასეთია: 1. ავიღოთ პატარა ზომის ჯამი, ჩავყაროთ ნახევარი სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი. დავასხათ 5-6 სუფრის კოვზი წყალი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. როდესაც ჯამში ერთგვარი ფაფისებური მასა გვექნება, გადმოვდგათ ცეცხლიდან და დაველოდოთ მის შეგრილებას. მიღებული კონსისტენცია არ უნდა გაცივდეს. ![]() 2. ავიღოთ ვაშლის მომცრო ნაჭერი, გავაცალოთ კანი და წვრილ სახეხზე გავხეხოთ. როდესაც შვრიის ფაფა უდნავ შეგრილდება, დავუმატოთ გახეხილი ვაშლი და ამოვურიოთ. ნიღაბი დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ შეშრობამდე (დაახლოებით 20-30 წუთი). ჩამოიბანეთ თბილი წყლითა და ბამბის ტამპონის დახმარებით. სასურველია, მკვებავი კრემის წასმა, რათა კანი არ გამოშრეს. ეს ნიღაბი კვირაში მხოლოდ ორჯერ გაიკეთეთ, შედეგს პირველივე ჯერზე დაინახავთ. იხილეთ აგრეთვე: ყურძნის წიპწების ზეთი-ნებისმიერი დამატენიანებელი, სამკურნალო და მკვებავი კრემის ნაცვლად! ჟელატინისა და აქტივირებული ნახშირის ნიღაბი სახის კანისთვის თავის მოვლის 10 მარტივი ხრიკი, რომელზეც აქამდე არაფერი იცოდით! 1251 4-ს მოსწონს
|