x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
უცნაური ბიზნესი, რომელიც რეალურად არსებობდა

image

XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა ადამიანი, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი არ ყოფილა.


image

მოთხოვნილება აჩენს მიწოდებას

XX საუკუნუს დასაწყისში ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრები იყო. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც გამომწვარი მიწა ბეტონივით მტკიცე ხდებოდა, ფერმერი მზად იყო ინდიელი შამანისთვისაც კი გადაეხადა ფული და მასთან ერთად «წვიმის ცეკვა» ეცეკვა.
ამიტომ, «წვიმით ვაჭრობა» მომგებიანი საქმე შეიძლებოდა გამხდარიყო. XIX საუკინის 90-იან წლებში, მსგავსი ბიზნესით, წარმატებით იყვნენ დაკავებულები ავსტრალიაში. ფრენკ მელბურნის «წვიმის პროფესორს» სახელი მას შემდეგ გაუტყდა, რაც გაზეთის რეპორტიორმა აღმოაჩინა, რომ მას ბარომეტრი დაჰქონდა და სპეციალური კურიერი რეგულარულად აწვდიდა ამინდის პროგნოზს.
წვიმის კიდევ ერთი გამყიდველი კლეიტონ ჯუელი იყო, რომელიც საჰაერო ბუშტით ატმოსფეროს ზედა ფენებში ადიოდა, იქ დინამიტს აფეთქებდა და იშვიათ წარმატებას, ხშირ შემთხვევაში, წარუმატემელი მცდელობები მოსდევდა. მათგან განსხვავებით, ჩარლზ ჰეტფილდმა «წვიმის მბრძანებლის» სახელი დაიმკვიდრა და ეს ნამდვილად არ ყოფილა უსაფუძვლოდ...

«სველი საქმე»

XIX საუკუნის ბოლოს, ჰეტფილდი სხვადასხვა შტატში მოგზაურობდა, საკერავი მანქანების ვაჭრობით იყო დაკავებული და მისი ხელფასი, თვეში, 125 დოლარს შეადგენდა. პარალელურად ის მეტეოროლოგიას, ფიზიკას და ქიმიას სწავლობდა, ყიდულობდა ქიმიურ რეაქტივებს და ექსპერიმენტებს ატარებდა. მისი ოცნება წვიმის ხელოვნურად გამოწვევის მეთოდის შემუშავება და «დიდი ფულის» შოვნა იყო.
1902 წელს მან ბოლოს და ბოლოს მიიღო ნაზავი, რომელიც 23 ქიმიური ნივთიერებისგან შედგებოდა და მას შეეძლო მოთუთიებული დიდი ავზებიდან წყლის აორთქლების დაჩქარება, რასაც მისი ჩანაფიქრით, ნალექი უნდა გამოეწვია. თავდაპირველად, მან ჩვეულებრივი ნიძლავებით დაიწყო, უახლოეს დღეებში, მოსალოდნელი ამინდების შესახებ. და პირველი ფულიც წამოვიდა...

დებიუტი

1904 წ. ჩარლზმა გადაწყვიტა, რომ ბიზნესის კომერციულ რელსებზე დაყენების დრო მოვიდა. მან თავისი უმცროსი ძმა პოლი თანამშრომლად აიყვანა და ზაფხულის ყველაზე გვალვიან პერიოდში, კალიფორნიის რამდენიმე გაზეთში განცხადება გამოაქვეყნა, იმის შესახებ, რომ, სულ რაღაც, 50 დოლარის სანაცვლოდ, ძმები ჰეტფილდები წვიმას მოიყვანდნენ შტატის ნებისმიერ ადგილზე. ერთი რეგიონის ფერმერმა, რომელთა ნაკვეთები გვერდი-გვერდ მდებარეობდა, ფული შეაგროვეს და განცხადებას გამოეხმაურნენ.
ჩარლზი და პოლი მითითებულ ადგილზე ჩავიდნენ, შემაღლებულ ადგილზე 6 მეტრიანი ანძა ააგეს, თავიაანთი ფხვნილი ავზში მოაბნიეს და 2 დღის შემდეგ, «მაცოცხლებელი» წვიმა მოვიდა. გახარებულმა ფერმერებმა, ძმებს 50-ის ნაცვლად, 100 დოლარი გადაუხადეს.

ვყიდით წვიმას

ინფორმაცია ძმების შესახებ, რომლებსაც წვიმის მოყვანა შეეძლოთ, მომენტალურად გავრცელდა და ახალბედა ბიზნესმენებმა აკალიფორნიის ყველა კუთხიდან შეკვეთების მიღება დაიწყეს. შტატის მეტეოროლოგიურმა სანსახურმა მოსული წვიმის მიზეზად ციკლონი დაასახელა და ძმებს თაღლითობაში დასდო ბრალი. მაშინ მათ, ლოს-ანჯელესის ქალაქის საბჭოეთან, «წვიმის მიწოდებაზე» გააფორმეს ხელშეკრულება და პირობა დადეს, რომ მარცხის შემთხვევაში, ქალაქის ბიუჯეტში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გაათმაგებულ თანხას ჩარიცხავდნენ. იმ პერიოდში, როდესაც ჰეტფილდები წვიმის მოყვანას გეგმავდნენ, სინოპტიკოსები მშრალ, უნალექო ამინდს პროგნოზირებდნენ. თუმცა, ფხვილის მობნევიდან, ერთი დღის შემდეგ, კოკისპირული წვიმა მოვიდა.

«წვიმის მბრძანებელი»

ძმებმა სულ მალე გაითქვეს სახელი. პოპულარობის ზრდას კი ჰონორარების ზრდა მოჰყვა. ჰეტფილდი უკვე, უბრალოდ წვიმის მოსვლაზე კი არ, ნალექის გარანტირებულ მინიმუმზე აფორმებდა კონტრაქტებს. ასე, მაგ., სანატორიუმმა «ესპერანსამ» მას 1 000 $ გადაუხადა 46 სმ. ნალექისთვის, ხოლო ქ. მედიცინ-ჰეტის (კანადა) საბჭომ, მიმდებარე მიწების ფერმერების ზეწოლით, «წვიმის მბრძანებელთან» 8 000 $ ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვით, ქალქში მოსული წვიმის რაოდენობა 4 დიუმი (10, 16 სმ) მაინც უნდა ყოფილიყო.

ხელოვნურად გამოძახებული წვიმა ყოველთვის ჟინჟღვლით იწყებოდა და თავსხმა წვიმაში გადადიოდა და რამდენჯერმე იმაზე მეტი ნალექიც მოვიდა, ვიდრე კონტრაქტით გათვალისწინებული მინიმუმი იყო.


image


1928 წელს ჰეტფილდმა წვიმის წყლით დიდი დათვის ტბა (ინგ. Big Bear Lake, კალიფორნია) აავსო, ხოლო ერთი წლის შემდეგ — ხანძარი ჩააქრო ჰონდურასში.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩარლზს ბიზნესში ჩავარდნებიც ჰქონდა. მაგ., 1906 წელს კანადის ხელისუფლებამ კონტრაქტი დადო იუკონზე წვიმის ორგანიზებაზე. თუმცა, «ამინდის მბრძანებლის» ყველა ძალისხმევის მიუხედავად, წვიმა არ მოვიდა და გარიგება ჩაიშალა.

image


ყველაზე დიდი ჩავარდნა ჰეტფილდს 1916 წელს ჰქონდა, როდესაც სან-დიეგოს ხელისუფლებამ ხელშეკრულება გააფორმა დამშრალი წყალსაცავის წყლით ავსების თაობაზე. დეკემბრის ბოლოს ჩარლზმა რამდენიმე ანძა ააგო, ავზებში ფხვნილი ჩაყარა და ისეთი რამ მოხდა, რომ ჯობდა, საერთოდ არაფერი მომხდარიყო – ჰეტფილდმა სტიქიური უბედურება გამოიწვია.


image


ზედმეტი მოუვიდა

5 იანვარს გვალვისგან გადამწვარ ქალაქში კოკისპირული წვიმა მოვიდა, რომელიც 2 კვირის მანძილზე არ გაჩერებულა. წყალსაცავიც აივსო და დამშრალი მდინარის კალაპოტებიც. წყალი ნაპირებიდან გადმოვიდა, დაანგრია ხიდები, დააზიანა რკინიგზა, დატბორა სახლები და ფერმები. ზარალმა 3 მლნ. დოლარს გადააჭარბა. იმის ნაცვლად, რომ ჰეტფილდისთვის შეპირებული 10 000 დოლარი გადაეხადათ, მას ზარალის ანაზღაურება მოსთხოვეს და როდესაც მისგან უარი მიიღეს, სასამართლოში უჩივლეს.

image

imageimageდაპირისპირება 22 წლის მანძილზე გრძელდებოდა და «წვიმის მბრძანებელს» ზარალის ნაცვლად, კიდევ უფრო დიდი პოპულარობა მოუტანა.

1938 ჩარლზ ჰეტფილდი გაამართლეს, რადგან მოსამართლის აზრით: «არც ერთ ადამიანს არ ძალუძს წვიმის გამოძახება, რამე თუ, ამის გაკეთება მხოლოდ უზენაეს ღმერთს შეუძლია»(!)

«დამშრალი» ბიზნესი

«წვიმის მომთვინიერებლის» კარიერას ბოლი დიდმა დეპრესიამ მოუღო. რომლის დროსაც, ფერმერულ პროდუქტებზე ფასები 50% დაეცა. ხელისუფლებამ აგრარული სექტორის გადასარჩენად, მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა და მათ შორის ირიგაციული პროგრამაც იყო.
ჩარლზ ჰეტფილდი 1958 წლის 12 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ თავისი ფხვნილის საიდულო ფორმულა არავისთვის გაუნდია. მან, თავისი უჩვეულო ბიზნეს-საქმიანობის პერიოდში, წვიმა 500-ზე მეტჯერ გამოიძახა და უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერებმა ამ ფაქტთან დაკავშირებით, არა თუ ახსნა, ვერსიის გამოთქმაც კი ვერ შეძლეს. თავად ჩარლზი კი ამბობდა, რომ «ის მხოლოდ ეხმარება ბუნებას, ბიძგს აძლევს მას», მაგრამ, მას არასოდეს დაუკონკრეტებია, თუ როგორ აკეთებდა ამას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩარლზ ჰეტფილდის სახელი კანადიდან სამხრეთ ამერიკამდე ყველასთვის ცნობილი იყო, ძეგლი მას სან-დიეგოში დაუდგეს. ქალაქში, რომელშიც ყველაზე დიდი მარცხი განიცადა. ძაგლის კვარცხლბეკზე კი უბრალოდ აწერია: «ჰეტფილდი. წვიმის გამყიდველი».

0
484
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
484
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0