საბუნებისმეტყველო კაცობრიობის ისტორიის 3 ყველაზე რთული პერიოდი 2019, 11 მარტი, 10:54 I. შიმშილობა ევროპაშიშუა საუკუნეების ევროპაში, არსებული სოფლის მეურნეობის დონის გამო, შიმშილობა იშვიათობას არ წარმოადგენდა. იყო ცუდი და შედარებით ცუდი წლები. მაგრამ, სამი წლის მანძილზე, 1315-1317 წწ. მოსავალი თითქმის არ მოვიდა და მილიონობით ადამიანი შიმშილით დაიღუპა (ქალაქებში მოსახლეობის მეოთხედი ამოწყდა, ხოლო სოფლად, მსხვერპლის რაოდენობა ცნობილი არ არის, რადგან არავის აინტერესებდა და არც არავინ ითვლიდა). გარდა ამისა, თითქოს ეს საკმარისი არ იყო, გადარჩენილებს «შავი ჭირის» ეპიდემია დაერია. მისი პიკი 1348 წ. იყო, როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში, 30-დან – 90%-მდე მოსახლეობა დაიღუპა. გარდა ამისა, საზოგადოებამ გაველურება დაიწყო — მორალის ყველა ნორმა, გადარჩენის ცხოველურ ინსტინქტებს შეეწირა... იმ პერიოდის ქრონიკებს თუ დავუჯერებთ: «1315 წელს ლივონიაში (ისტორიული მხარე ბალტიისპირეთში XIII-XVI სს.) საკვებ პროდუქტებზე ისეთი მაღალი ფასები და ისეთი შიმშილობა იყო, რომ ადამიანები საკუთარ შვილებს ხოცავდნენ, საფლავებიდან მიცვალებულებს თხრიდნენ, სახრჩობელიდან ჩამოხრჩობილებს ხსნიდნენ, ხარშავდნენ და ჭამდნენ მათ» (ჰერმან ვარტბერგი (Hermann von Wartberge) (? - 1330 წწ.), «ლივონიის ქრონიკა»).
II. მაუნდერის მინიმუმი1645–1715 წლებში დედამიწაზე «მაუნდერის მინიმუმი» — უკანასკნელი 3 ათასი წლის მანძილზე, ყველაზე ცივი პერიოდი იყო. მას ასევე «მზის ლაქების მინიმალური აქტივობის პერიოდსაც» ეძახიან. ასტრონომებმა ამ პერიოდს, მეცნიერი ცოლ-ქმრის — ენი და ვალტერ მაუნდერების საპატივცემულოდ, «მაუნდერის მინიმუმი» დაარქვეს, რადგან მზეზე დაკვირვების არქივის შესწავლის შედეგად, სწორედ მათ აღმოაჩინეს ეს მოვლენა. როგორც გაირკვა, 70 წლის მანძილზე, ლაქები მზეზე (ეს მოვლენა, მის ზედაპირზე, გარკვეულ არეალებში, ტემპერატურის ცვლილებას უკავშირდება. თუ არეალში ტემპერატურა, მზის ზედაპირის საშუალო ტემპერატურაზე 1 500 გრადუსით დაბალია, ლაქა მუქი ფერის არის, ხოლო თუ ამდენივე გრადუსით მაღალია - ღია.) ძალიან იშვიათად ჩნდებოდა, რამაც დედამიწაზე კლიმატის ცვლილება გამოიწვია. ევროპაში ტემპერატურა ისე დაეცა, რომ მდ. ტემზა გაიყინა. ყინვებმა შიმშილობა გამოიწვია, ხოლო ამ უკანასკნელმა, ევროპის მოსახლეობა 20%-ით შეამცირა. III. ფრანკენშტეინი ვულკანისგან1815 წლის 15 აპრილს ინდონეზიის კ. სუმბავაზე ვულკანი ტამბორას ამოფრქვევა მოხდა, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში მომხდარ, ვულკანის ყველაზე დიდ ამოფრქვევად ითვლება. კატასტროფას თითქმის 70 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხოლო ამ მოვლენის შემდეგ, დედამიწაზე «ვულკანურმა ზამთარმა» დაისადგურა: სტრატოსფეროში ასული ფერფლი და გაზი გაიბნა და პლანეტას საბურველივით შემოეხვია. ეს ბარიერი მზის სხივებისთვის დაუძლეველი აღმოჩნდა, რამაც ჰაერის ტემპერატურის დაწევა გამოიწვია და 1816 წელი მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიის ისტორიაში «უზაფხულო წლის» სახელით შევიდა. წარმოუდგენელია, მაგრამ ევროპაში და ჩრდ. ამერიკაში, ზაფხულშიც კი თოვლი მოდიოდა. 575 5-ს მოსწონს
|