ქუთაისში ქორწილი ყოფილა და ერთი ასაკოვანი კოლორიტი ყავდათ, თამადად დაინიშნა რა თქმა უნდა.
ქორწილში კანონიერი ქურდები ყოფილან ბლომად (ან სიძე იყო ქურდის შვილი ან პატარძალი)
თამადას უთქვამს: "გავიგე ისეთი საპატივცემულო სტუმრები გვყოლია, პირადად უნდა გევიცნო ყველაო".
დაუარა და თავისი სახელი უთხრა და ხელს ართმევენ ისინიც და პასუხობენ:
ბიკენტიჩი, მარსელიჩი, აკაკიჩი, გიორგიჩი და ა.შ. (სახელების სიზუსტეზე პასუხს არ ვაგებ)
უსმინა, უსმინა თურმე თამადამ და უთხრა: "თქვენ, ბიძია, ქურდები ხართ თუ ხორვატიის ეროვნული ნაკრებიო?!"
![ძალიან სასაცილო ამბავი ქუთაისური
ქორწილიდან image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201703/2017030812243079500.jpg)