საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებების რაგბი ევროპის ჩემპიონატის IV ტურის მატჩზე დასასწრები ბილეთების დიდი ნაწილი გაიყიდა.
Sportall.ge-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაახლოებით 28 000 ბილეთი უკვე გაყიდულია.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-რუსეთის მატჩი 12 მარტს "დინამო-არენის" სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
ბილეთების შეძენა მსურველებს ინტერნეტით, tkt.ge-ზე შეუძლიათ. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 20 ლარია.
ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია "დინამო-არენის" სალაროებში (11:00-19:00).
მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.