"საზღვარგარეთ მყოფი ქართველებისგან მოძღვრება ისეთივე გამოუკვლეველი ფენომენია,როგორც ზოგადად ეს სამყარო"
ნინა სუბლატის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს საზოგადოების გამოხმაურება და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.იხილეთ ტექსტი სრულად : "საზღვარგარეთ მყოფი ქართველებისგან მოძღვრება ისეთივე უკიდეგანო, გამოუკვლეველი ფენომენი და ყოველგვარ ადამიანურ ლოგიკას მოკლებულია, როგორც ზოგადად ეს სამყარო! იმის პრობლემა აქვთ როგორ თუ არაფერს არ ვაკეთებთ, ქვეყანა თავზე გვექცევა და ვერ გავიგე, ვინც აქ ვართ რამე კოსმიურმა ძალამ მცველებად და მებრძოლებად დაგვნიშნა, საკუთარი საყვარელი საქმე უნდა დავივიწყოთ რომ ვიღაცას ვეჯიკაოთ მთელი სიცოცხლე და თქვენ, ასე უსაზღვროდ გონება გახსნილები უცხო ქვეყნებში მიგავლინათ უკეთესი ცხოვრებისთვის... და განვითარებისთვის?
სხვა თუ არაფერი, გარემო გაიძულებს ადამიანს რაღაცეების კეთებას და ამერიკულ/ევროპული გარემოდან საქართველოში ხალხი რას გრძნობს და რას რატომ აკეთებს, შუაზე რომ გაირღვეთ მაინც ვერ გაარტყავთ!
მეც მაქვს იდეები იმის შესახებ როგორი იქნება იდეალური ცხოვრება ნეპტუნზე, მაგრამ ფანტაზიის გარდა არაფერში ეწერება.
თუ სხვაგან ცხოვრობთ, ძალიან კარგი, ყველა იმსახურებს უკეთეს გარემოს, სხვა რომ არ ვახსენო, მეც წასვლის ზღვარზე ვარ, მაგრამ მაქედან ისეთ დაღლილ ადამიანებზე, რომლებსაც დღეში 4ჯერ საკვებად ქაქს სთავაზობენ, აბოლებენ, გონებას უვიწროვებენ და მართლა უკვე ყელში აქვთ ამოსული ის თემები, რომლებიც აქ ბოგინობს, წიხლით შეხტომა და ზედ ლახტობანას თამაში, მინიმუმ ეგოისტობაა!
P.s რადგან ზოგიერთმა არასწორად აღიქვა ეს პოსტი, დავამატებ, რომ საუბარი მაქვს ემიგრნტების მხრიდან ძალიან მძიმე საკითხების საქართველოს მაცხოვრებლებზე გადმობრალებაზე, რომ თითოს რამე თუ არ და ვერ ხდება ქვეყანაში, ხალხის ბრალია; რაიმე სხვა ჭრილში არ განვიხილავ ამ საკითხს!" - წერს ნინა სუბლატი საკუთარ ფეისბუქ გვერძე