x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138411
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
თავის მოვლის 10 მარტივი ხრიკი, რომელზეც აქამდე არაფერი იცოდით!
image ფერმკრთალი და შეშუპებული კანი არც ისე ლამაზად გამოიყურება ამიტომ, მოამზადეთ ნარევი. 1ჩ/კ მარილი გახსენით თბილ წყალში, დაასველეთ სუფთა პირსახოცი სითხით და მიიდეთ სახეზე 10 წუთის განმავლობაში. ფერუმარილის აბაზანები ოდითგანვე განთქმული იყო თავისი შედეგიანობით. ჩვენი წინაპრები სახის კანის ბუნებრივი იერის შესანარჩუნებლად, სწორედ ამ ნაზავს იყენებდნენ. imageგამოკვეთეთ ტუჩის ფორმა და გაზარდეთ მოცულობა- პაემანზე წასვლის წინ, ტუჩზე შეიზილეთ ნებისმიერი კოსმეტიკური ზეთი (ატმის, ნუშის, ყურძნის წიპწების და სხვა) და კბილის ჯაგრისით ნაზად დაიმუშავეთ. ყველაზე ეფექტური და იაფი საშუალებაა ვაზელინი. ყოველ ღამით, დაწოლის წინ ანალოგიური პროცედურა, ვაზელინის საშუალებით ჩაიტარეთ და მუდმივად ლამაზი ტუჩები გექნებათ.




image


გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი- გაიწმინდეთ სახე მისი საშუალებით. ნუ გამოიყენებთ მაკიაჟის მოსაშორებელ ხსნარსა და სუსპენზიას, სცადეთ ზეითუნის ზეთი. შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ. ხელის ფაქიზი, მასაჟური მოძრაობით შეიზილეთ კანზე მცირე რაოდენობა, გაიჩერეთ 10 წუთი და ჩამოიბანეთ. მისი დახმარებით, თქვენი კანი მუდმივად ჯანსაღი, სუფთა და ნაზი იქნება.


image
მოიშორეთ გამონაყარი თაფლის დახმარებით- სახეზე დაიტანეთ მცირე რაოდენობის თაფლი, გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თაფლი ამცირებს გამონაყარის რაოდენობას, აქრობს სიწითლეს და ამშვიდებს კანს. ამ ნიღაბს ნუ გამოიყენებთ იმ შემთხვევაში, თუ ფუტკრის პროდუქტებზე ალერგია გაქვთ.




image



თვალის წვეთები სახის კანის მოსავლელად- ბამბის ტამპონი დაასველეთ თვალის წვეთებით, შედეთ საყინულეში 3-5 წუთით და დაიდეთ გამონაყარზე. თვალის წვეთები აქრობს კანზე წარმონაქმნს და ამშვიდებს მას.




image


მოამზადეთ მაკიაჟის მოსაშორებელი ტონიკი- მინის ქილაში შეურიეთ ერთმანეთს წყალი და ზეითუნის ზეთი, თანაფარდობით 3:1-ზე. შეაინჯღრიეთ ქილა, რათა ინგრედიენტები შეერიოს ერთმანეთს. მაკიაჟის მოსაშორებელი ტონიკი მზად არის!



image


მოამზადეთ ჩაბრუნებული თმის მოსაშორებელი სკრაბი- 1 ჩ/კ სოდასა და შვრიის ფანტელს, დაუმატეთ 1 ს/კ წყალი. შეურიეთ ერთმანეთს, შეიზილეთ კანზე და 5 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ კი, გრილი წყლით ჩამოიბანეთ.



image


მოიშორეთ თვალის გარშემო არსებული სილურჯე- 1ჩ/კ სოდა ჩაყარეთ ჭიქა ცხელ წყალში ან ჩაიში. ნაზავი ოდნავ რომ შეგრილედება, მაბმის ტამპონები დაასველეთ და დაიდეთ თვალზე 10-15 წუთით, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.




image



ბანანის ნიღაბი ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად- 1 ცალს ბანანს შეურიეთ 1 ცალი კვერცხის გული და 1/2 ჭიქა მუქი ლუდი. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეში, შეიზილეთ თმაზე, 2-3 საათის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი გაიკეთეთ კვირაშ ერთხელ. თქვენი თმა სიძლიერესა და ბზინვარებას შეიძენს.

image





ლავანდისა და ქოქოსის ზეთი წამწამების მოსავლელად- 1ჩ/კ ქოქოსის ზეთი შეურიეთ რამდენიმე წვეთ ლავანდის ზეთს. ბამბის ტამპონის ან თითების დახმარებით ნაზად შეიზილეთ წამწამებზე. ეს პროცედურა კვირაში რამდენჯერმე გაიმეორეთ. დროთა განამავლობაში თქვენი წამწამები დაგრძელდება და გახშირდება.









იხილეთ აგრეთვე:

ყურძნის წიპწების ზეთი-ნებისმიერი დამატენიანებელი, სამკურნალო და მკვებავი კრემის ნაცვლად!


10 შეცდომა, რომელსაც თმის მოვლისას ვუშვებთ


როგორ მოვუაროთ დახეთქილ ქუსლებს - მკურნალობა სახლის პირობებში


ჟელატინისა და აქტივირებული ნახშირის ნიღაბი სახის კანისთვის


ვაშლის ძმარი- თმის ცვენისა და დაზიანებული ბოლოების მკურნალი!


როგორ მივიღოთ თმის სასურველი ფერი და რომელი საღებავით შევიღებოთ თმა?- საღებავებისა და ფერების კატალოგი


ლიმონიანი წყალი - ჯანმრთელობის ელექსირი!

0
1818
7-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
1818
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0