x
image
cxvedo
ყველაზე გრძელკისრიანი ქალები

imageსამხრეთ აზიაში პადაუნგის ტომის ქალებს, ტრადიციის თანახმად, 6 წლის ასაკიდან უწევთ კისერზე რკინის რგოლების დამაგრება და ყოველ წელიწადს მათი რაოდენობის გაზრდა. მათი აზრით ეს ქალის სილამაზეა, ჩემი აზრით კი სიმახინჯეა. მთელი ცხოვრება ყელზე რგოლებასხმული სიარული საგრძნობად ზრდის მის სიგრძეს. ქალის სილამაზეც ამ სიგრძის მიხედვით ფასდება. გინესის რეკორდების წიგნში სწორედ ამ ტომის წარმომადგენელია შესული, რომლის კისრის სიგრძეც 40 სანტიმეტრია. ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან ამ ტომის ქალების კისრის სიგრძე 25-30 სანტიმეტრის შუალედში მერყეობს. მთელი ცხოვრების მანძილზე რკინის რგოლების ტარება კისრის კუნთების ფუნქციის მოშლას იწვევს, ამიტომ არ შეიძლება ამ რგოლების მოხსნა, თუმცა ამ ტომის კაცები ამას სატავისოდ იყენებენ და დასჯის ერთ-ერთი საშუალებაა მოღალატე ცოლის. რკინის რგოლების კისრიდან მოხსნა საშინელ ტკივილებს იწვევს, კისრის კუნთების დარღვეული ფუნქცია აღდგენას ვეღარ ახერხებს, რის გამოც ქალები ინვალიდები ხდებიან და უმეტესობა იღუპება კიდეც. ეგზოტიკური სანახაობისთვის ბევრი ტურისტი ჩადის პადაუნგის ტომში.

5
349
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:cxvedo
cxvedo
349
  
2012, 11 ივნისი, 18:37
ეს ქალის დამცირებაა :(
2012, 11 ივნისი, 11:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 10 ივნისი, 23:29
ეეე შენ ჟირაფი ეძახე და იქ იცი რა ლამაზებად ითვლებიან? რაც გრძელი კისერი აქვს ქალს, მით უფრო ლამაზად ითვლება.
2012, 10 ივნისი, 23:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5