თავის მოვლა 10 ჩვევა, რომელიც ხელს უწყობის ცხიმის დაშლასა და მეტაბოლიზმს! 2017, 6 მარტი, 14:15 თუ თქვენ ჭარბი წონა გაწუხებთ და გახდომა გინდათ, ან უბრალოდ გსურთ თქვენი სხეული ჯანსაღად გამოიყურებოდეს, პირველ რიგში, უნდა დაფიქრდეთ - რამდენად სწორად და სწრაფად მიმდინარეობს თქვენს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესი. სწორედ ამაზეა დამოკიდებული თქვენი ჯანმრთელობა და ენერგიულობა. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ სხეულის სილამაზე და ჯანმრთელობა. გაწერეთ კვების გრაფიკი- ჩვენი ორგანიზმი იმაზე მეტად ჭკვიანია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. მან ზუსტად იცის თქვენი კების რეჟიმი და ბოლომდე ხარჯავს ენერგიას, მაშინ როცა იცის, რომ თქვენ ხელახლა მიაწვდის ენერგიის წყაროს ანუ საკვებს. ამიტომ, საჭიროა, ყოველ 3-4 საათში ერთხელ კვება. რა თქმა უნდა, საკვები გამდიდრებული უნდა იყოს ცილებით, ნახშირწყლებითა და ვიტამინებით. მიიღეთ საჭირო რაოდენობის სითხე- დაძაბული გრაფიკიდან გამომდინარე, ხშირად ადამიანებს სითხის მიღება ავიწყდებათ. ეს კი ძალიან ბევრ, მძიმე გართულებას იწვევს. პირველ რიგში, ხდება ორგანიზმის გაუწყლოება, შესაძლოა ადამიანს განუვითარდეს ალერგიული რეაქციები, ჭინჭრის ციება და ა.შ. სითხის მიღება აუცილებელია ჩვენი ორგანოების მუშაობისთვის. ამიტომ, ხშირად დალიეთ წყალი. თუ ბევრ წყალს ვერ სვამთ, მწვანე ჩაი მიირთვით, იგი ხელს უწყობს ჰიდრატაციას. მიირთვით რძის პროდუქტები- ისინი დიდი რაოდენობით შეიცავენ ნუტრეინებს, რაც უზრუნველყოფს ზედმეტი ცხიმის დაშლას და წარმოადგენს კუნთისათვის საჭირო "საშენ მასალას". ასევე შეიცავენ კალციუმს, რომელიც ხელს უწყობს მეტაბოლიზმს. იყავით ფიზიკურად აქტიურები- ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა იქნება ეს სირბილი, სიარული, ცეკვა თუ სავარჯიშო მოწყობილობები, ხელს უწყობს ცხიმის დაწვას. თუ დრო გაქვთ, ივარჯიშეთ რეგულარურად, აკეთეთ სპეციალური ვარჯიშები, რომელსაც ტრენერი შეგირჩევთ და ძალიან სწრაფად მოიშორებთ ზედმეტ ცხიმს. მიეჩვიეთ ადრე ადგომას- უბრალო მზის სხივმაც კი, შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლაზე. დილით მზის აბაზანების მიღება, აუმჯობესებს ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიურ პროცესებს. ნუ მიირთმევთ ნახევარ ფაბრიკატებსა და ზედმეტად მშრალ საკვბს- თუ თქვენ გიყვართ ჩიფსების, ბურგერებისა და სენვიჩების ჭამა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს საკვები პროდუქტები ანელებს მეტაბოლიზმს. იმისთვის, რომ ცხიმი დაიწვას საჭიროა რეგულარულად, ყოველ 3-4 საათში კვება. თუ თქვენ გამოდმებით ამ პროდუქტებით იკვებებით, ორგანიზმში შენელდება ცხიმის წვის პროცესი და ჭარბად დაგროვდება. გამოიყენეთ იოდიზირებული მარილი- მცდარია მოსაზრება იმის შესახებ, რომ მარილის მიღება არ არის აუცილებელი. რეალურად ორგანიზმი საჭიროებს მარილს. იოდიზირებული მარილი შეგივსებთ იოდის დღიურ ნორმას და ხელს შეუწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. მიირთვით ორგანული პროდუქტები- არაორგანული ანუ პესტიციდებითა და სხვა დანამატების საშუალებით, მოყვანილი პროდუქტები წამლავს ორგანიზმს. არღვევს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, ჰორმონალურ ბალანსს. ეცადეთ, მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტებით იკვებოთ. აკონტროლეთ ორგანიზმში რკინის შემცველობა- რკინის გარეშე ჩვენი კუნთები ვერ იღებენ საჭირო რაოდენობის ჟანგბადს. რკინადეფიციტის დროს მიირთვით ხორცი, თევზი, წიწიბურა და ვაშლი. თავი აარიდეთ მუდმივ სტრესს- თუ სტრესს ვერ ვუმკლავდებით, ეს მხოლოდ ჩვენი უუნარობის ბრალია. მუდმივი სტრესი იწვევს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებას, რაც თავისთავად წონაში მატებას განაპირობებს. ამ ჩვევების გათავისებით, თავიდან აირიდებთ ორგანიზმში ზედმეტი ცხიმების დაგროვებას. გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას! იხილეთ აგრეთვე: როგორ გავიწმინდოთ ნაწლავები სახლის პირობებში- ახალი ხალხური მეთოდები რა სიმპტომები ახასიათებს გასტრიტს და როგორ ვიმკურნალოთ სახლის პირობებში? რა სარგებელი და ზიანი მოაქვს თაფლიანი წყლის მიღებას? ლიმონიანი წყალი - ჯანმრთელობის ელექსირი! 6668 5-ს მოსწონს
|