კულტურა ეს საინტერესოა... 2017, 6 მარტი, 0:17 ჩემი ბავშობის სასკოლო წიგნებში მახსოვს გაკვეთილის ბოლოს იყო ხოლმე - ეს საინტერესოა :
მაშინ როცა ბავშვი ხარ არ აქცევ ყურადღებას და ეს ზედმეტი დროის კარგვა გგონია, არადა მართლა საინტერესოა და ზედმეტი სწორედ თამაშისთვის " გადადებული" დრო აღმოჩნდება ხოლმე საბოლოოდ.
ხოდა გადავწყვიტე რასაც მაშინ ყურადღებას არ ვაქცევდი ახლა დავწერო ნელ-ნელა. ეს საინტერესოა:
ედგარ ალან პოს მთელი ცხოვრება ეშინოდა სიბნელის. ამ შიშის წარმოშობის ერთ-ერთი მიზეზი იყო რომ ბავშობაში მწერალი სწავლობდა სასაფლაოზე. სკოლა, სადაც ბიჭი სწავლობდა ისეთი ღარიბი იყო, რომ ბავშვებისთვის სახელმძღვანელოებს ვერ ყიდულობდნენ. მასწავლებელი გაკვეთილებს უახლოეს სასაფლაოზე ატარებდა საფლავებს შორის. ყოველი მოსწავლე ირჩევდა საფლავის ქვას და დაბადების და გარდაცვალების წლების მიხედვით ითვლიდა რამდენი წელი იცოცხლა გარდაცვლილმა. ამიტომ გასაკვირიც აღარაა, რომ ის გაიზარდა და გახდა ის რაც არის - საშინელებათა მსოფლიო ლიტერატურის ფუძემდებელი. 2. ასევე საინტერესოა ონორე დე ბალზაკის შესახებ ფაქტი რომ თურმე ძალიან უყვარდა ყავა. ერთ დღეში ის დაახლოებით 50 ფინჯან თურქულ ყავას მიირთმევდა. იმ შემთხვევაში თუ მოდუღების საშუალება არ იყო ის უბრალოდ ყავის მარცვლებს იყრიდა პირში და ღეჭავდა უდიდესი სიამოვნებით. 3. 1920 წელს ფრანგებმა გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვეს არაბებზე. სურათზე გამოსახული გენერალი ჰენრი გურო, რომელიც მიუახლოვდა სალადინის საფლავს წიხლი ჩაარტყა და ჩასძახა: " გაიღვიძე სალადინ! ჩვენ დავბრუნდით, ჩემი აქ ყოფნა ნიშნავს, რომ ჯვარმა გაიმარჯვა, საბოლოოდ გაიმარჯვა ნახევარმთვარეზე (ისლამურ სიმბოლოზე)." გაგრძელება იქნება... 219 1-ს მოსწონს
|