ეშლი 29 წლის ამერიკელი მოდელია. მისი სურათები წლებია
წამყვანი გამოცემების გარეკანზე
იბეჭდება.

მონაწილეობდა ლევისის სარეკლამო კამპანიაში და ახლა
ხშირად იღებენ ქალის თეთრეულის
რეკლამებში.

მისი სამოდელო კარიერა 2001 წელს დაიწყო ჟურნალ ვოგთან
თანამშრომლობით.

ახლა ძალიან პოპულარულია
ინტერნეტში. მის ახალ ფოტოებს
ყოველთვის დიდი გამოხმაურება
აქვს.


თუმცა ბევრს არ მოსწონს და
სიმსუქნის პოპულარიზაციად
მიაჩნიათ. ეშლი 1 მეტრი და 77
სანტიმეტრია, წონაში 91 კგ,
თუმცა ეს მისი დაკლებული წონაა.

ხშირად შეხვდებით კამათს მის
ინსტაგრამზე თუ სოციალურ ქსელებში - სილამაზეა ეს თუ
უბრალოდ სიმსუქნე?


