სხვა --- ორიგამი --- 2017, 2 მარტი, 23:19 ორიგამი — ქაღალდისაგან სხვადასხვა ფიგურების კეთების ტრადიციული, იაპონური ხელოვნებაა. ხელოვნების მიზანია შეიქმნას წარმოდგენა საგნის, გეომეტრიული ნაკეცების, ძირითადად, წებოს და ქაღალდის გაჭრის გარეშე, მხოლოდ ერთი ფურცლის გამოყენებით. ორიგამი, სათავეს იაპონიაში მე-8 საუკუნიდან იღებს. ამ დროს ხელნაკეთი ქაღალდი ძალიან ძვირფასი იყო, ამიტომ მას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იყენებდნენ. თავიდან მას რელიგიური დანიშნულება ჰქონდა. ქაღალდის კოლოფებში აწყობდნენ ცოტაოდენ თევზს, ბოსტნეულს და შინტოისტურ ტაძრებში მიჰქონდათ. XVI-XVII საუკუნიდან ორიგამი გასართობ საშუალებად იქცა. მისი კლასიკური მოდელი იაპონური წერო-ცურუ ბედნიერების და დღეგრძელობის სიმბოლო გახდა. დღეს ეს იაპონური ხელოვნება მსოფლიოს მარავალ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. იმართება კონკურსები ყველაზე ორიგინალური, საინტერესო და ლამაზი ნიმუშების წარმოსაჩენად. აღსანიშნავია, რომ ორიგამით ძალიან ინტერესდებიან ბავშვები. რაც დადებითად მოქმედებს მათ ნერვიულ სისტემაზე და გონებრივ განვითარებაზე. ორიგამს ვხვდებით ყველგან - ლამაზად მორთულ დარბაზებში, გასართობ ცენტრებში თუ უბრალოდ ქუჩებში... ის ძალიან პრაქტიკული და ლამაზი დეკორია ნებისმიერი სიტუაციისათვის.. თვით საქორწინო თაიგულსაც კი ზოგი ორიგამის ნიმუშად აქცევს.. ხელოვნებას საზღვრები არ აქვს... 211 4-ს მოსწონს
|