x
image
tekoo
აბორტის აკრძალვა -დისკუსია აფხაზეთში

image
აფხაზეთში აბორტი აკრძალეს, თუმცა ამ თემაზე ერთგვაროვანი მოსაზრებები არ იყო.“CHAI KHANA”-ს ვიდეომასალა სოხუმიდან, რომელიც აბორტის აკრძალვამდეა გადაღებული, ასახავს იმ საფრთხეებზე დისკუსიას, ქალების და ექიმების მოსაზრებებს, რომელიც აბორტის აკრძალვაზე მიმდინარეობდა აფხაზეთში.


თვითგამოცხადებული აფხაზეთის პარლამენტმა აბორტის აკრძალვის კანონპროექტი სამი მოსმენით მიიღო. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლეთა უმეტესობამ ახალი კანონი გააკრიტიკა. ექიმების თქმით, აბორტისადმი ასეთმა მიდგომამ დიდი პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს, როგორც ჯანმრთელობის, ასევე სოციალური კუთხითაც.

აბორტის აკრძალვაზე მსჯელობა აფხაზეთში რამდენიმე თვეა მიმდინარეობდა. აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე გინეკოლოგებმა შეშფოთება გამოთქვეს. მათი განცხადებით, სამედიცინო ჩვენებების შემთხვევებში აბორტის აკრძალვა კრიმინალურ აბორტებს გამოიწვევს. აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ანზორ გოოვმა კი განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აბორტის წინააღმდეგია, მაგრამ გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი სამედიცინო მდგომარეობა, რომლის დროსაც აბორტი გარდაუვალია.

0
23
1-ს მოსწონს
ავტორი:tekoo
tekoo
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0