x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უცნაური საფლავი «Evergreen»-ის სასაფლაოზე
image


ქ. ნიუ-ჰეივენში (ვერმონტის შტატი, აშშ), არის სასაფლაო, უცნაური სახელით – «Evergreen» (მარდამწვანე). იქ, ბორცვის თავზე, ერთი უჩვეულო საფლავია, რომელიც გრანიტის ფილით არის გაკეთებული, ხოლო შუაში პატარა ზომის მინის ფანჯარა აქვს, ცისკე მიმართული.
ახლა რომ ვინმემ ფანჯარაში ჩაიხედოს, მის შიდა მხარეს, მხოლოდ კონდენსირებისას წარმოქმნილ წყლის წვეთებს დაინახავს. ხოლო 124 წლის წინ, მასში ჩახედების შემთხვევაში, შეიძლებოდა განსვენებული ტიმოთი კლარკ სმიტის დანახვა. ის თავისი დროის ცნონილი ექიმი, დიპლომატი და მოგზაური იყო.
სიცოცხლეში სმიტი ტაფოფობიით იტანჯებოდა ანუ მას ცოცხლად დამარხვის ეშინოდა და სწორედ ეს გახდა ამ უჩვეულო საფლავის გაჩენის მიზეზი.
ამის შემდეგ, ძალიან პოპულარული გახდა ე. წ. «უსაფრთხო კუბო», რომელიც სპეციალური მოწყობილობით იყო აღჭურვილი და გაცოცხლებულ მიცვალებულს შეეძლო თავისი ამბის, გარე სამყაროსთვის შეტყობინება. ასეთ კუბოებში ჟანგბადის ნაკადი შედიოდა და თოკი იყო ჩაყოლებული, რომლის გამოქაჩვით, ზარი ირეკებოდა, დროშის აღმართვა ხდებოდა და სასიგნალო ცეცხლიც კი ინთებოდა. ხოლო ყველაზე ძვირად ღირებული მოდელები, ისე იყო მექანიზებული, რომ გაცოცხლებულ ადამიანს სხვისი დახმარების გარეშე, საფლავიდან თავის დაღწევა შეეძლო.
«უსაფრთხო კუბოები» დღესაც არის, რომლებიც ინტერნეტში ჩართული ვიდეო თვალით, ჟანგბადის ბალონებით, სიგნალიზაციით და სხვა ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი.


image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageCIA-ს ცნობით, უცხოპლანეტელებმა 23 ჯარისკაცი მოკლეს


წერილები საიქიოდან

ამერიკაში სათვალთვალო კამერამ სამოქალაქო ომის დროინდელი მოჩვენება დააფიქსირა

ფილიპინებზე უცნაური თევზი დაიჭირეს

ინგლისელმა ფოტოგრაფმა უცხოპლანეტელებს სურათი გადაუღო

პერუში უცხოპლანეტელ–რეპტილოიდის ქანდაკება დადგეს

0
158
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0